|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალგაზრდა სოციალისტები“ ქუთაისის მერიას სტერეოტიპების დამსხვრევისკენ მოუწოდებენ

„ახალგაზრდა სოციალისტები“ ქუთაისის მერიას სტერეოტიპების დამსხვრევისკენ მოუწოდებენ.  შეხვედრის მიზანს ადგილობრივ თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა. როგორც ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი საბა ხიდიშელი განმარტავს, არსებული სტერეოტიპი, თითქოს მერია მიუწვდომელია და მხოლოდ ახლობლობით ხდება თანამშრომლობა, უნდა დაიმსხვრეს. „ჩვენი მიზანია ახალგაზრდული პოლიტიკის გააქტიურება. რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა უნდა ჩავრთოთ მიმდინარე პროცესებში, რომ მერიას და, ზოგადად, თვითმმართველობებს რეგიონში ახალგაზრდების პრობლემებზე მივაწოდოთ ინფორმაცია. ამავდროულად მოვუწოდებთ თვითმმართველობებს გაიზარდოს მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა.  ჩვენ აღნიშნულ საკითხებზე ვმართავთ ფორუმებს, ვატარებთ პიარკამპანიებსა და აქციებს,  ინიციატივებით მივმართავს თვითმმართველობებსა და პარლამენტს“, - აღნიშნავს  საბა ხიდიშელი.

მიუხედავად ახალგაზრდების მონდომებისა, აღნიშნულმა მესიჯებმა  ადრესატმდე ვერ მიაღწიეს. ქალაქის მერი შოთა მურღულია  დატვირთული სამუშაო რეჟიმის მიზეზით შეხვედრაზე არ მივიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა