|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმში დაცულ ნივთებს რესტავრაცია ჩაუტარდება

ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ და საკრებულოს დეპუტატებმა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მუზეუმში დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალებია დაცული: პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების პარტიტურების ორიგინალები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები და უნიკალური ინსტრუმენტები.

,,აღნიშნული მუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენს ქალაქში. გავეცანით მუზეუმში არსებულ პრობლემებს. აქ არის ნივთები, რომლებიც რესტავრირებას საჭიროებენ. ჩვენ ვეცდებით შესაბამისი წესების დაცვით მოვახდინოთ მათი რესტავრირება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმ კუთხით. სიძველეებს უნდა მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ ისტორია გადავცეთ მომავალ თაობებს,“-აღნიშნა შოთა მურღულიამ.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა