|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კულტურული მეკვიდრეობის სტატუსის მქონე 217 ძეგლია

18 აპრილი ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე ქუთაისში პირველად 2012 წელს აღინიშნა. დღეს კი ამ თარიღთან დაკავშირებით ქალაქში არცერთი ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დღევანდელი მონაცემებით, ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე  217 ძეგლია. ამათგან კერძო საკუთრებაში 172 შენობაა, სახელმწიფოს ბალანზეა 22 ობიექტი, კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში ერთად 11 შენობა არის. რაც შეეხება საპატრიარქოს, მის ბალანსზე 9 ობიექტია,  დარჩენილი 3 კი სათვისტომებს ეკუთვნის.

 კერძო საკუთრებაში არსებული  სტატუსის მქონე შენობების უმეტესობა მოსახლეობის საცხოვრისს  წარმოადგენს. რა მდგომარეობაში არის კულტურული ძეგლები ქუთაისში და უქმნის, თუ არა  აღნიშნული სტატუსი პრობლემებს ადგილობრივ მოსახლეობას, ამის შესახებ ვრცელ სტატიას "ახალი გაზეთის"  ორშაბათის ნომერში იხილავთ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა