|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ბექა წ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „ტე-ტე“-ს ტიპის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა