|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-ს წარმომადგენლებმა ხონში შეჭირვებული ოჯახი მოინახულეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ხონში მცხოვრები მუშკუდიანების შეჭირვებული ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.  "ვიმყოფებოდით ხონში, დევნილთა დასახლებაში, სადაც მუშკუდიანების ოჯახი მოვინახულეთ. დახმარების სახლით გადავეცით სხვადასხვა სახის პროდუქტი", -განაცხადა მთავარი სამმართველოს უფროსმა  ხვიჩა ჩიხლაძემ. შს სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად შეჭირვებულ 2000-ზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება. უწყება, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის დახმარებას კვლავ გეგმავს.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა