|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირმა ნადირაშვილი ,,დაგვიმტკიცოს პრეზიდენტმა, რომ ეს „პოზა“ არ იყო“

საქართველოს პრეზიდენტის განხადებაზე, რომ ის იყენებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და მთავრობის პარლამენტისთვის წარსადგენა ერთ კვირიან ვადას იტოვებს, პარლამენტარების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. 

სახელისუფლებო გუნდში მარგველაშვილის  გადაწყვეტილება დაუწუნეს და აღნიშნეს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინერე,   ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

 ,,მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება, მითუმეტეს მაშინ, როცა ქვეყნის წინაშე უამრავი სხვა გამოწვევა დგას და მინისტრების დანიშვნის გაჭიანურება საფუძველს მოკლებულია. ეს ქვეყანაში სხვა მნიშვნელოვან პროცესებს შეაფერხებს–აღნიშნავს გია ვოლსკი.

პოზიციისგან განსხვავებით,  მარგველაშვილის გადაწყვეტილება ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა დადებიად შეაფასეს, თუმცა მთავარსარდლისგან მიღებულ გადაწყვეტილების  გულწრფელობას კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებენ.

,,მივესალმები პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მან ასევე უნდა დაგვარწმუნს,  მისი ეს „პოზა“ მხოლოდ  იმიჯისთვის იყო,  თუ ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის? თუ საქმე გვაქვს მეორე შემთხვევასთან,  ამან არა მთავრობის საჩვენებელ ცვლამდე, არამედ გუნდის ძირეულ ცვლილებამდე უნდა მიგვიყვანოს,აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

ავტორი: ეკა შალამბერიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა