|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი "ორმაისობას" დაესწრება

ესპანეთში მცხოვრები ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი და პრინცის მეუღლე, ქუთაისელი ქრისტინე ძიძიგური ქუთაისში იმყოფებიან. ისინი ქუთაისის მერს და იმერეთის გუბერნატორს შეხვდნენ. იოანე ბაგრატიონი ქუთაისში პირველად იმყოფება. "ჩემთვის დიდი პატივია დავით აღმაშენებლის ქალაქში ყოფნა. ქუთაისობის დღესასწაულისთვის სპეციალურად ჩამოვედი, ხვალ ღონისძიებებს  დავესწრები. ჩემთვის დიდი პატივია შევხვედროდი ქუთაისის მერს და გუბერნატორს",-აღნიშნა პრინცმა ხუან იოანე ბაგრატიონმა. 
 "ჩვენთვის დიდი პატივია ამ სტუმრების მასპინძლობა. ხვალ დაესწრებიან ქუთაისობას. დღეს გელათს მოვინახულებთ. მოხარული ვარ,  რომ ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს", - განაცხადა შოთა მურღულიამ.
 იმერეთის გუბერნატორმა პრინცს მონეტა, ხოლო ქუთაისის მერმა მას სამახსოვროდ ქუთაისის სიმბოლო, გერბი  აჩუქა. 

ავტორი: ანა ჯიქია