|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ჯაფარიძე პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრობს

ზურაბ ჯაფარიძე "ნაციონაური მოძრაობიდან" წასვლის მიზეზებზე საუბრობს.  მისი თქმით, პარტიიდან წავლის დრო და ფორმა  მისი და მისი მეგობრების შერჩეული არ ყოფილა. ისინი პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას არ გეგმავდნენ.   მქონდა კონსულტაცია პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ითხოვა გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამეხმაურებინა გადაწყვეტილება. ჩვენ პირობა დავიცავით. ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. იგი პარტიიდან წავლის მიზეზებზეც საუბრობს. „ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები. ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას",  რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას“, -წერს ჯაფარიძე.  მისივე განცხადებით პარტიიდან წამოსული არცერთი წევრი 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას არ აპირებს.

ჩემთან ერთად ენმ-დან წამოსული არც ერთი კოლეგა 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის არ აპირებს ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს. ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1.5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება,"-წერს ზურაბ ჯაფარიძე თავის facebook-ის გვერდზე.

რაც შეეხება პავლე კუბლაშვი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე, ისინი  პარტიიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობდნენ. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა