|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი მახათას მთაზე მიმდინარე მშენებლობას უერთდება


მომღერალი და ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას, იმერეთის ვიცე-გუბერნატორს, პაატა ნადირაძეს, უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს  შეხვდა. ბურჭულაძემ მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის შესახებ ისაუბრა. ტაძარი თბილისში მახათას მთაზე შენდება, სადაც სამონასტრო კომპლექსთან ერთად, საგანმანათლებლო ცენტრი და მუზუმი აშენდება

"ეს არის უნიკალური მშენებლობა და სახალხო აქცია. ტაძარს ერთიანი ძალისხმევით ვაშენებთ. ჩაერთოს ყველა მშენებლობაში, რომ მერე არ დაწყდეს გული"; - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.  მშენებლობაში ჩართვი სურვილი გამოთქვეს იმერეთის გუბერნიასა და ქუთაისის მერიაში. ტაძრის საძირკველი 2011 წელს იკურთხა. მახათას მთაზე მშენებლობა 2017 წლის დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

"მახათას აზე ტაძრის მშებელობაში იმერეთი მიიებს მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ ყველა რაიონში დაინტრესდებიან და ჩაერთვებიან ამ საქმეში",-განაცხადა პაატა ნადირაძემ.

ავტორი: ანა ჯიქია