|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ბავშვებს ფულს იძულებით ახდევინებენ“-საკრებულოს დეპუტატი


ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საკრებულოს დეპუტატი გურამ ტოროშელიძე გამოეხმაურა, როგორც ტოროშელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, მისი მისამართით გამოთქმული ბრალდება არის სიცრუე და მისი ბრძანებით ბავშვები ქუჩაში არ გაუშვიათ.

 „ეს არის ტყუილი და მე ბავშვების გამოყვანასთან არავითარი კავშირი არ მაქვს. მაგრამ მადლობა მინდა მოვუხადო ნატალია პატარიძეს და ცამციშვილს, კარგი ინფორმაცია მოგვაწოდეს,  აღმოჩნდა, რომ ბავშვებს სკოლაში იძულებით ახდევინებენ 3,4 ან 5 ლარს კინო ჩვენებებზე დასასწრებად. დავინტერესდი, რა ფილმი გადიოდა იმ დროს, თურმე მე რომ ბავშვები გამომიყრია გარეთ და აღმოჩნდა, იმ ფილმს პატარამ კი არა, დიდმაც არ უნდა უყუროს“,-განაცხადა ტოროშელიძემ.

დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა დაინტერესდეს ამ საკითხით და გაარკვიოს, ახალგაზრდული ცენტრი იხდის თუ არა გადასახადებს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ახალგაზრდული ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრებულოს დეპუტატმა გურამ ტოროშელიძემ კინო ჩვენება იძულებით შეაჩერა და ბავშვები ქუჩაში გამოუშვა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი