|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა"


"ნუ მოერგები სტერეოტიპებს, შეცვალე რეალობა", - „ახალგაზრდა სოციალისტებმა“ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან საინფორმაციო სტენდი მოაწყვეს. ორგანიზაციის პროექტის მიზანია გენდერული სტერეოტიპების მსხვრევა და საზოგადოების ინფორმირება. „ახალგაზრდა სოციალისტების“ პროექტი გენდერულ თანასწორობაზეა მორგებული. ჩვენ ვცდილობთ დავამსხვრიოთ სტრეოტიპები გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა ჩართული ჩვენს პროექტში. ასე რომ ჩვენ ვფიქრობთ, თანამედროვე ახალგაზრდობა შეძლებს სტერეოტიპების დამსხვრევას“, -განაცხადა „ახალგაზრდა სოციალისტების“ წევრმა გიორგი ბურჯალიანმა. 
მათ შეხვედრა ახალგაზრდებთან გამართეს, სადაც ფემინისტური ლიტერატურა განიხილეს. პროექტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ანა ჯიქია