|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის უშიშროების ყოფილ უფროსს ბრალი წარედგინა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნილია.  გამოძიებით დადგინდა, რომ 2008-2009 წლებში საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული მთავარი სამმართველოს უფროსი, .. იმერეთის უშიშროების უფროსი კონსტანტინე არჩაია, კუდის თანამშრომლების დახმარებით ეწეოდა იმერეთის რეგიონში მოღვაწე ბიზნესმენებისათვის თანხების გამოძალვას, რასაც სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. კერძოდ,  2008 წლის აგვისტოს თვეში კონსტანტინე არჩაიამ მის დაქვემდებარებაში მყოფ კუდის ოპერატიულ თანამშრომელს კონსტანტინე ჭეიშვილს, მისცა უკანონო დავალება, ვინაიდან მას ესაჭიროებოდა ფულადი სახსრები, ამ უკანსკნელს მოეძიებინა კონკრეტული მეწარმეები, რომლებიც შეძლებდნენ აღნიშნული თანხების გადახდას. დავალების შესრულების მიზნით, კონსტანტინე ჭეიშვილი დაუკავშირდა შპს "ლაგი"- დირექტორს ლაშა კვირიკაძეს და სამომავლოდ პრობლემების თავიდან აცილების სანაცვლოდ ფულადი თანხების შეწირვა მოსთხოვა. აღნიშნულზე, დაზარალებულმა ბიზნესმენმა კონსტანტინე ჭეიშვილის მოთხოვნით, 15 000 ლარი ჩარიცხა კუდთან დაახლოებული კერძო პირის გიორგი კენჭაძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც თანხა კონსტანტინე არჩაიას ხელში აღმოჩნდა. 

კონსტანტინე არჩაიას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ავტორი: ნიუპრესი