|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა

ქუთაისში ტურიზმის განვითარების მხრივ  წინსვლა შეინიშნება. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში  გაიმართა. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს  5 თვეში  იმერეთში 9318 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ამავე პერიოდში გაცილებით მეტი- 29562. 

მხარის ვიცე გუბერნატორის იოსებ ხახალეიშვილის მოთხოვნით, ტურისტებისათვის ქართულ და უცხოურ ენებზე იმერეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია   საიტზე განთავსდება.

"გასული სამი თვის განმავლობაში დავიწყეთ ტურისტული ინფრასტრუქტურის ინვეტარიზაცია.  უნდა მოხდეს ამ  ინფორმაციების განთავსება  ადმინისტრაციის, ასევე  ტურიზმის ეროვნული საგეენტოს  ვებ გვერდებზე,  რათა უფრო მეტად შეუწყოთ ხელი  ტურიტების შემოდინებას  ჩვენს მუნიციპალიტეტებში.  აღნიშნული ინფორმაცია  ასევე უცხო ენებზე გამოყვეყნდება. მინდა ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, რომ  უფრო მეტად ავიღოთ აქცენტი შიდა ტურიზმის განვითარებაზე,  რაც  ძალიან მნიშვნელოვანია",-განაცხადა ვიცე გუბერნატორმა, იოსებ ხახალეიშვილმა.
ტურისტები, ძირითადად, ისრაელიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან ჩამოდიან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი