|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გვაქვს ორი პარლამენტი და პრეზიდენტის ორი სასახლე“

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ პრემიერის  განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებას სთხოვს იმ 28 მილიონის ხარჯის მიზნობრიობის შესახებ, რომელიც ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდენციის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა.  ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი რეზიდენცია უკვე არსებობდა თბილისში, როცა სხვა შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს.

„პრემიერს ავიწყდება, რომ სამუშაოების დამკვეთი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც მთავრობის შემადგენლობაშია და პირდაპირ ექვემდებარებოდა მაშინდელ პრემიერ ივანიშვილს, შეაბამისად, ხარჯვაზე პასუხისმგებლობის ტვირთი ყოფილ პრემიერზე უფროა, ვიდრე პრეზიდენტზე. მეტიც, მარგველაშვილი არჩეულიც არ იყო, როცა ათონელზე შენობის რეაბილიტაცია დაიწყეს. ვინ იღებს პასუხისმგებლობას არამიზნობრივად დახარჯულ 28 მილიონზე? ვინ იღებს პასუხისმგებლობას არაკონსტიტუციურად თბილისში პარლამენტის ფუნქციონირებაზე და 22 მილიონზე, რომელიც თბილისის შენობის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა? ყოფილმა პრემიერმა ბიუჯეტს მინიმუმ 50 მილიონი უნდა დაუბრუნოს, რადგან ორივე შენობის რეაბილიტაცია მისი პირადი ახირება იყო.

„ოცნების“ მიერ შექმნილი რეალობა 3 წელიწადში ასე გამოიყურება: დღეს საქართველო, რომელიც შიმშილის ზღვარზეა, მსოფლიოს უნიკალიურ და უპრეცედენტო მაგალითს აჩვენებს: გვაქვს ორი პარლამენტი და პრეზიდენტის ორი სასახლე“,-აცხადებს ორგანიზაცია.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა