|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკო ერთიანი დისციპლინარული სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები საოლქო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებთან შეხვედრას იწყებენ. შეხვედრების ციკლი დღეიდან დაიწყო და წლის ბოლომდე, ორ ეტაპად  გაგრძელდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა და მთელს იმერეთს მოიცავს.

ცესკოს რეგიონალური წარმომადგენლებმა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული სამართლებრივი აქტებისა და დავების გადაწყვეტის ანალიზი  განიხილეს და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. როგორც ცესკოს სამართლებრივი განყოფილების უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საოლქო კომისიებში არსებულ საუკეთესო პრაქტიკათა მიხედვით, ერთგვაროვან, მოქნილ სისტემას ჩამოაყალიბებენ.

„დღეს ვიმსჯელეთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების ერთგვაროვან სისტემაზე. ვინაიდან ყველა არჩევნები თავისებურია, ვცდილობთ, ერთგვაროვანი სისტემის შექმნას. შევხვდებით ყველა საოლქო კომისიის წარმომადგენლებს, გავეცნობით მათ ხედვებს. საბოლოოდ, წარმატებულად მუშაობისთვის  შევჯერდით  საუკეთესო პრაქტიკის შემთხვევებზე, მოვამზადეთ რეკომენდაციები, რომლებსაც ეტაპობრივად გავაცნობთ ცესკოს რეგიონალურ წარმომადგენლებს. ჩვენი მიზანია, ერთგვაროვანი დისციპლინარული სისტემის ჩამოყალიბება, რაც ადმინისტრაციის საარჩევნო პროცესების უკეთ დაგეგმვასა და განხორციელებას შეუწყობს ხელს“,–აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა