|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ

საქართველოს 19 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ. მათ  საშუალება აქვთ წელს ეს გამოცდა ქართულ, რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე ჩააბარონ. ზოგადი უნარების გამოცდის პირველმა  სესია მშვიდ ვითარებაში უხარვეზოდ ჩაიარა. არ დაფიქსირებულა დაგვიანებისა და გამოცდიდან მოხსნის არც ერთი შემთხვევა.

 დაგვიანების და  გამოცდიდან მოხსნის შემთხვევები არ დაფიქსირებულა ქუთაისში, სადაც გამოცდა სამ ცენტრში ტარდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველ სესიაზე  არ გამოცხადდა აბიტურიენტთა 4 პროცენტი.

რაც შეეხება წინა გამოცდას, ქართულ ენასა და ლიეტრატურაში,  აქ გამოყენებული გამოყენებული ტესტები დღეს, გვიან საღამოს, გამოქვეყნდება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა