|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯილეხის გავრცელების გამო ხონში კარანტინი გამოცხადდა

 გავრცელებული ინფორმაციით, ხონის რაიონის სოფელ გუბში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ სოფელში ათეულობით მსხვილფეხა პირუტყვი დაიხოცა. ჯილეხი სოფლის ერთ-ერთ მცხოვრებელსაც აღმოაჩნდა.
მათივე თქმით, ჯილეხის ფაქტი სოფელში დაახლოებით ერთი კვირის წინ დაფიქსირდა, თუმცა მას ყურადღება არ მიაქციეს.
ხონში ჯილეხის გავრცელების ფაქტს ადასტურებს სეს იმერეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ფიქრია ჭლიკაძე. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, ხონში გამოცხადებულია კარანტინი. რაც შეეხება ამ რაიონიდან რძის და ხორცპროდუქტების ბაზარზე მოხვედრას, ამბობს, რომ დაავადებული პროდუქტები ბაზარზე ვერ მოხვდება, რადგან ბაზრობებზე  პროდუქციის კონტროლი ხორციელდება. "სანამ ჯილეხის დაავადების ლაბორატორიულ დასკვნას მივიღებდით, მანამდე დავიწყეთ ვაქცინაცია და ვთხოვეთ მოსახლეობას პირუტყვი არ გაეშვა, მაგრამ მათ ეს არ გაითავლისწინეს. ამ დროისათვის გამოცხადებულია კარანტინი და მიმდინარეობს ვაქცინაცია. ინფორმირებულია გამგეობაც, გაფრთხილებულია სასაკლაოები ხონში და  მთელს იმერეთში,  რომ არ მოხდეს დაავადებული ხორცის მიღება",- განაცხადა ფიქრია ჭლიკაძემ. რაც შეეხება ადამიანთა დაინფიცირებას, როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ადამიანთა დაავადების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ მიუღიათ. ხონში კარანტინი კი ბოლო დაავადებული ცხოველის დაინფიცირების გამოვლენიდან 15 დღის შემდეგ მოიხსნება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა