|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კიევში ფოტოგამოფენა “საქართველო, ქუთაისი - უნდა ნახო!” გაიხსნა

უკრაინის დედაქალაქ კიევშიჟულიანისსაერთაშორისო აეროპორტში ფოტოგამოფენა სახელწოდებით, “საქართველო, ქუთაისი - უნდა ნახო!” გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილ 24 ფოტოზე ასახულია ქუთაისში და მის მახლობლად არსებული ღირსშესანიშნაობები.

გამოფენა საინტერესო აღმოჩნდა უკრაინული მედიისა და საზოგადოებისათვის.

გამოფენის ორგანიზატორები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს საელჩო უკრაინაში, კიევისჟულიანისსაერთაშორისო აეროპორტი, ავიაკომპანია YanAir და უკრაინის ტურიზმის განვითარების ცენტრი.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქუთაისელი ფოტოგრაფების: დავით მირზაშვილის, არჩილ გეგენავას და ლევან ლექვინაძის ნამუშევრები. გამოფენა, საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა უკრაინაში, მიხეილ უკლებამ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გახსნეს. ღონისძიებას ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი, მოადგილე ირაკლი სარიშვილი, ავიაკომპანიაYanAir-ის გენერალური დირექტორი იაროსლავ აგაფონოვი და «Мастер-Авиа»-ის გენერალური დირექტორი ალეკსეი იაკოვეცი დაესწრნენ.


 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა