|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს–ს უკანონო ჯარიმებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებას შსს პრესსამსახური გამოეხმაურა,როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელი ტატო კუჭავა აღნიშნავს, საპატრულო პოლიციას გადაეცა განახლებული ალკოტესტი ,რომელმაც გაიარა სპეციალური შემოწმება, მისივე განცხადებით ტესტები გამართულად მუშაობს. "ალკოტესტები, რომ გამართულად მუშაობს ამის ამსახველი ვიდეო მასალაც მოგვეპოვება, რაც შეეხება ფაქტს, თუ რაიმე კონკრეტული მაგალითი არსებობს, პიროვნებას შეუძლია გასაჩივრება და ექსპერტიზის ბიურო თუ დაადასტურებს, რომ პიროვნება არ იმყოფება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ამ შემთხვევაში პიროვნებას მართვის მოწმობის უფლება დაუბრუნდება, თუმცა, ალკოტესტმა არასწორი პასუხი, რომ აჩვენოს, ასეთი შემთხვევა ძალიან იშვიათი შეიძლება იყოს. "ნიუპრესის" ინფორმაციით, არასწორად დაწერილი ჯარიმების გამო მოქალაქეებმა "საიას" ქუთაისის ფილიალს მიმართეს. "საიას" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის გიორგი სანტურიანის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ივლისის თვეში ორი საქმე მიიღეს და ორივეზე გამამართლებელი განაჩენი დაუმტკიცდათ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი