|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში გზების რეაბილიტაციაზე 1 677 770 ლარი დაიხარჯება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ხონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. რაიონში გზების რეაბილიტაციაზე მიმდინარე წელს 1 677 770 ლარი იყო გამოყოფილი, ამ ეტაპზე ქალაქ ხონში უკვე დასრულებულია თუთისანის, გორგასლისა და ქაცარავას ქუჩებზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება.
"ქალაქში სულ 3 კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტება მოხდა და ასევე, დასკვნით ფაზაშია სანიაღვრე არხების მოწყობის პროცესიც. ამ დრომდე ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე გზა ამორტიზებული იყო, რაც ტრანსპორტისა და მგზავრების გადაადგილებას პრობლემებს უქმნიდა.
 ხონის მუნიციპალიტეტში რეგიონული თათბირი გაიმართა, რომლის ერთ–ერთი მთავარი თემა მოსახლეობის საშეშე მასალით უზრუნველყოფა იყო.  შეხვედრაზე ასევე, რეგიონში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და დაბინძურებული ლოკაციების გაწმენდის გზებზე იმსჯელეს", - ნათქვამია იმერეთის გუბერნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის გასვლით შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ყოველ თვეში მართავს.

ავტორი: ანა ჯიქია