|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსთავი2" კონცერტს ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გამართავს

„რუსთავი 2“ ქუთაისში კონცერტს გამართვს. „რუსთავი 2 თქვენთვის“ მოსწავლე -ახალგაზრდობის პარკში მოეწყობა. ღონისძიებები 13 სექტემბერს 16 საათიდან დაიწყება.  კონცერტის გამართვის შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი ტელეთერით უკვე გავიდა.  16 საათიდან საბავშვო ესტაფეტა და სპორტული ატრაქციონები იფუნქციონირებს. საღამოს 20 საათზე კი დაპირებისამებრ კონცერტი გაიმართება, რომელშც მონაწილეობას „კომედი შოუს“, „ნიჭიერის“ და „იქს ფაქტორის“  მონაწილეები მიიღებენ.

ტელეკომპანიის კონცერტი ქუთაისში გაცილებით ადრე იყო დაგეგმილი, თუმცა  მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება და არხის ხელმძღვანელობა საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ზუგდიდის შემდეგ „რუსთვი2“ კონცერტს ქუთაისში მართავს. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა