|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ ბავშვების პენსია 60 ლარით გაიზარდა

100  ლარიდან 160 ლარამდე გაიზარდა პენსია შმმ ბავშვებისთვის.  ამის შესახებ გადაწყვეტილება დღევანდელი მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული. ზაზა  სოფრომაძის განცხადებით, გაზრდილ დახმარებას  9 ათასზე მეტი ბავშვი მიიღებს.

"შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებსაც დღემდე ჰქონდათ 100 ლარი პენსია, გაეზრდებათ 160 ლარამდე. ასეთი  გახლავთ 9000-ზე მეტი ბავშვი და ამით ფაქტიურად შესრულდა ის დანაპირები, რომელიც გაჟღერდა რამდენიმე თვის წინ.

გარდა ამისა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პენსიის გაზრდის შესახებ 160 ლარამდე. მთლიანობაში, საქართველოს ბიუჯეტს  ეს 3 მილიონ 200 ათასი ლარი დაუჯდება, რომელიც წლის ბოლომდე მობილიზებული იქნება",- განაცხადა სოფრომაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი