|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "მცირე აკადემია" დაბა ურეკში

დაბა ურეკში ქუთაისის მერიის დაფინანსებით მიმდინარეობს საპილოტე პროექტი "მცირე აკადემია". პროექტში ჩართულია ქალაქ ქუთაისის საჯარო სკოლების მათემატიკის, ინფორმატიკის, ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები. მოსწავლეები გადამზადებას 2015 წლის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის გადიან. პროექტის მონაწილეები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მოინახულა და მათთან ერთად ერთი დღე გაატარა. ქალაქის მერი წარმატებულ მოსწავლეებს მომავალში მხარდაჭერას დაპირდა.

 ,,ეს ბანაკი განსხვავებულია, აქ წარჩინებული მოსწავლეების ცოდნის ხარისხი კიდევ უფრო იწევა. ტარდება ტრენინგ-სემინარები. ბანაკი წელს საპილოტეა, ჩვენ ვგეგმავთ ამ პროექტს მომავალშიც შევუწყოთ ხელი და მასში სხვა ქალაქების წარჩინებული მოსწავლეები ჩავრთოთ“,-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა