|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარი საკონცენტრაციო ბანაკია - უფლებადამცველები მერიას მოთხოვნებს უყენებენ

„ ეს არ არის თავშესაფარი! თავშესაფართან მიახლობულიც არ არის, არც ტექნიკური მდგომარეობით არც არქიტექტურით. რაღაც უსახურ მიტოვებულ შენობაში განთავსებულია შეულესავი ვოლიერები, ვეტერინარულ ბლოკზე, საკარანტინო ვოლიერებზე ლაპარაკი ზედმეტია. დაავადებულია თითქმის ყველა ცხოველი, თითო ვოლიერში შეყრილია დაახლოებით 20 -30 ცხოველი. ეს დაავადებები არაკონტროლირებადია და მთლიანად მოდებულია. ნებისმიერი ჯანმრთელი ცხოველი რომ მოიყვანო, შეყვანისთანავე უკვე დაავადებულია.ეს სიტუცაცი არის არა წვალება არამედ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა. ცხოველს არ აწვდიან წყალს და საჭმელსქუთაისის ცხოველთა თავშესაფარი არის საკონცენტრაციო ბანაკი“ “, - აცხადებს ”საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” დამფუძნებელი და ამავე საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ წიქორიძე newpress.ge-სთან საუბარში.

"საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების" (GSPSA ) წარმომადგენლები, ქუთაისში არსებულ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველთა თავშესაფარში მძიმე მდგომარეობის გამო, ქუთაისის მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ. (თავშესაფარში არსებული ვითარების შესახებ მათ ინფორმაცია ნიუპრესის მიერ მომზადებული მასალით მიიღეს.)

ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პრობლემას თავად შემუშავებულ პროგრამაშიც ხედავს, რომელსაც აბსურდულს უწოდებს. ინდმეწარმე პაატა ბოკუჩავასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას კი, როგორც იურიდიული ისე პროფესიონალური კუთხით, გაუმართავს.

„პროგრამა აბსოლუტურად აბსურულია იმიტომ, რომ ინდმეწარმე ვინც  უნდა იყოს ამ სიტუაციას ვერ გაწვდება, ამას უნდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ამ სფეროში მომუშავე, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელის მიზანი არ იქნება მოგება და რომლისთვისაც ცხოველი წარმოადგენს გარკვეულ სულიერ ღირებულებასაც“, - მიაჩნია თეიმურაზ წიქორიძეს.

უფლებადამცველები ქუთაისის ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის კვალიფიკაციას აძლევენ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის 259- მუხლის თანახმად დასჯადი ქმედებაა. ისინი მერიისგან ელოდებიან შესაბამის რეაგირებას. „მერიამ უნდა დააკისროს ჯარიმები და კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიმართოს. გადაამოწმოს ყევლა ფაქტი და ინფორმაცია რაც ჩვენ მივაწოდეთ. მერია ვალდებულია ეს საქმე გადასცეს პროკურატურას სწორედ აღნიშნული 259- მუხლის გათვალისწინებით“, - ამბობს თეიმურაზ წიქორიძე

მისი თქმით, თუ მერია ამას არ გააკეთებს თავად მამართავენ პროკურატურას და სხვა უწყებებს. „თუ მერიის მხრიდან არ იქნება შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ქმედებები, მაშინ მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს და ამავე დროს აღნიშნული მასალები გადაეგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციებს.“, - აღნიშნავს თეიმურაზ წიქორიძე.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ინდმეწარმე პაატა ბოკუჩვას მიეცა სიტყვიერი შენიშვნა. „შენიშვნები მივეცით და დღესაც ვაძლევთ, ვეუბნებით რომ  თქვენ ბოლომდე არა გაქვთ ეს პირობები შესრულებული და შეასრულეთ“, - აღნიშნავს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის დასუფთავებისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოადგილე თამაზ დეისაძე.

დეისაძე მიუთითებს, რომ ტენდერის პირობებში „იმდენი რაღაცები წერია იმ დონემდე მიყვანა ძნელია“, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ „შარშანდელთან შედარებით არის ათი თავით უკეთესი მდგომარეო

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა