|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის სამინისტრომ შშმ თიკო ლანჩავას რეაბილიტაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა

2013 წელს, ბაღდათის გზაზე მომხდარი  გახმაურებული ავარიის შედეგად, რომლის დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, არასრულწლოვანი თიკო ლანჩავა ტრამვირებული დარჩა.

გოგონა, რომელიც  მიკროავტობუსში დედასთან  ერთად იმყოფებოდა,  მძიმე ტვინის დამბლით ორი წლის განმავლობაში საწოლს არის მიჯაჭვული.

გადაადგილება უჭირს  დედას,  მაია ფაშკუიძესაც.

 რეფლექსების გარეშე დარჩენილ  თიკო ლანჩავას გამოჯანმრთელება მხოლოდ  საზღვარგარეთ რეაბილიტაციის კურსის გავლის შედეგადაა შესაძლებელი.

 მას მოწვევა გერმანიის სარეაბილიტაციო ცენტრიდან  "ვიტგენშტაინერი"  მოუვიდა,  თუმცა  ოჯახს    მკურნალების ხარჯების დასაფარად საჭირო თანხა  არ გააჩნია.

გოგონას ტრაგედიით თაღლითებმა ისარგებლეს.  მისი სახელით  თბილისში საქველმოქმედო საღამო გამართეს, ხოლო თანხა არ გადაურიცხეს.

შმმ თიკო ლანჩავას  დახმარებაზე უარი ჯანდაცვის სამინისტრომაც უთხრა.


 ანგარიშის ნომერი. 

 GE19LB0211155338471000GEL    

საბანკო რეკვიზიტი: 220101420

ს.ს. ,,ლიბერთი ბანკი" LBRTGE22.

 


,

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა