|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსტატუსო ბავშვები შუასაუკუნეობრივ იზოლაციაში

„ზეს­ტა­ფო­ნის წმინ­და ბარბარეს სახელობის პან­სი­ო­ნა­ტის ბავ­შვები იშ­ვი­ა­თად ტო­ვებენ პან­სი­ო­ნა­ტის ტე­რი­ტო­რი­ას. მაგ­რამ რო­დე­საც გა­მო­დი­ან, ძა­ლი­ან გა­უცხოებულები არი­ან გა­რე­მოს­თან. ისე, თით­ქოს ციხიდან გა­მო­სუ­ლიყვნენ. გე­გო­ნება, რომ სხვა პლა­ნე­ტი­დან არი­ან, მათ­თვის ყვე­ლა­ფე­რი უცხო და სა­ში­ში­ა,"- ამბობს ქა­ლაქ ზეს­ტა­ფო­ნის ერთ-ერ­თი მკვიდ­რი, რო­მელ­მაც ვი­ნაობის და­სახელება არ ისურ­ვა.

„ვერც კი შე­ა­და­რებთ სა­ე­რო ბავ­შვთა სახლების მკვიდრ ბავ­შვებს. ჩვენ­თან ბევ­რი სტუ­მა­რი მო­დის და ყვე­ლა ერთხმად აღ­ნიშ­ნავს: იქ ბავ­შვების თვა­ლებში მა­ინც ბოროტ­მოქ­მე­დია ჩა­მა­ლუ­ლი­ო. ეს იმი­ტომ ხდება, რომ იქ არ აქვთ ია­რა­ღი იმი­სათ­ვის, რომ ეშ­მა­კის­გან ჩაღ­ვრი­ლი ბორო­ტი თეს­ლი ამო­ძირ­კვონ. ეს ია­რა­ღი ხში­რი აღ­სა­რება და ზი­ა­რებაა. სტუმ­რები გვეუბნებიან: თქვენ­თან რომ მოვ­დი­ვართ და ბავ­შვებს ვუყურებთ, ვხედავთ, რომ დაწ­მენ­დი­ლი, მო­სიყვა­რუ­ლე სახეები, ან­თებული თვა­ლები აქვთ. მათ­ში ში­ნა­გა­ნი სიხარუ­ლი იგ­რძნობაო", - ამბობს „სა­პატ­რი­არ­ქოს უწყებანის­თვის" მი­ცე­მულ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი,­ზეს­ტა­ფონ­სა და ნი­ნოწ­მინ­და­ში გან­თავ­სებული სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტების ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ბავ­შვი სახლში და არა ბავ­შვთა სახლში"

„სახელ­მწი­ფო ვალ­დებულია დაეხმა­როს მზრუნ­ვე­ლობამოკ­ლებულ ბავ­შვებს და შე­უქ­მნას მათ ოჯახური გა­რე­მო" (გა­ე­როს ბავ­შვთა უფ­ლებების კონ­ვენ­ცი­ა, მუხლი 20).

სა­ქარ­თვე­ლოს სახელ­მწი­ფო ევ­რო­სა­სურ­სა­თო უსაფრთხოების პროგ­რა­მის წი­ნა­შე და­დებული პი­რობის თა­ნახმად, ბავ­შვთა დაც­ვი­სა და დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს.  შრო­მის, ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერ­დზე (ht­tp­://ssa.gov.ge­/fi­les) აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ „ბავ­შვზე ზრუნ­ვის სის­ტე­მის რე­ფორ­მის მი­ზა­ნია მშობელ­თა მზრუნ­ვე­ლობას მოკ­ლებული, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, ძა­ლა­დობის მსხვერ­პლი, შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობების მქო­ნე, მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვების ზრდი­სა და გან­ვი­თა­რებისათ­ვის უკე­თე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რობების შექ­მნა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის პრი­ო­რი­ტეტს წარ­მო­ად­გენს დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა, რაც გუ­ლისხმობს ბავ­შვთა დი­დი ზო­მის სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სებულებებიდან ბავ­შვების გა­დაყვა­ნას მცი­რე ზო­მის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ზრუნ­ვის ფორ­მებში და ბავ­შვთა სახლების ეტა­პობრივ ჩა­ნაც­ვლებას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სერ­ვი­სებით".

სერ­ვი­სებით, რომ­ლებიც გუ­ლისხმობენ მცი­რე საოჯახო ტი­პის სახლებში ბავ­შვების გან­თავ­სებას, გაშ­ვი­ლებას, ასე­ვე მინ­დობით აღ­ზრდას, რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ანუ მათ დაბრუ­ნებას ბიო­ლო­გი­ურ ოჯახებში, დღის ცენ­ტრებში მიბარებას. ა­ნუ ბავ­შვთა სახლების მთლი­ა­ნად დაც­ლას და ვალ­დებულების „ბავ­შვი სახლში და არა ბავ­შვთა სახლში" განხორ­ცი­ე­ლებას. იმი­ტომ, რომ, რო­გორც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, „ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და ოჯახში გაზ­რდი­ლი ბავ­შვები მკვეთ­რად განსხვავ­დებიან ერ­თმა­ნე­თის­გან".  იმი­ტომ, რომ „ბავ­შვის სრულ­ფა­სო­ვა­ნი აღ­ზრდა-გან­ვი­თა­რების­თვის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო გა­რე­მო ოჯახია". ოჯახს კონ­კუ­რენ­ცი­ას ვერ უწევს ვერც ერ­თი ინ­სტი­ტუ­ცი­ა.

ა­მა­ზე მუდ­მი­ვად მი­უ­თი­თებენ დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პროგ­რა­მის ადეპ­ტები და განმხორ­ცი­ე­ლებლები, რო­მელ­თაც მხარს უმაგ­რებს სახელ­მწი­ფო.

მოკ­ლედ, ეს „უ­კონ­კუ­რენ­ტო" დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია ხორ­ცი­ელ­დება სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბით 2004 წლი­დან. თუმ­ცა, ამ პროგ­რა­მის მუ­შაობის საკ­მაო სტაჟის მიუხედა­ვად, დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის რე­ფორ­მა­ტო­რუ­ლი ტალ­ღა დღემ­დე ვერ აღ­წევს რიგ საბავ­შო-სა­აღ­მზრდე­ლო და­წე­სებულებაში.

დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის მიღ­მა

სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სებულ ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტებში, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ზეს­ტა­ფონ­სა და ნი­ნოწ­მინ­და­ში არის გან­თავ­სებულ­ი, დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია არ მიმ­დი­ნა­რეობს. პან­სი­ო­ნა­ტების დაახლოებით 240 ბენე­ფი­ცი­ა­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის მიღ­მა არის დარ­ჩე­ნი­ლი. მათ ისევ ბავ­შვთა სახლებში, ანუ, რო­გორც ბავ­შვთა სახლებს უწო­დებენ, „ყაზარ­მუ­ლი" ტი­პის და­წე­სებულებებში უწევთ ცხოვ­რება.

დე­ინ­სტი­ტუ­­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია უნ­და დას­რულ­დეს 2012 წელს, მიუხედა­ვად  ცა­ით­ნო­ტი­სა, ის ჯერ არ დაწყებულა სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტებში. უფ­რო მე­ტიც, არც მო­მა­ვალ­ში იგეგ­მება ამ პროგ­რა­მის განხორ­ცი­ე­ლება. სახელ­მწი­ფოს იუ­რის­დიქ­ცია ამ სივ­რცე­ზე არ ვრცელ­დება. მიუხედა­ვად სახელ­მწი­ფო­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის და­დებული კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თანხმების მე-4 მუხლის მე­სა­მე პუნ­ქტი­სა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ „სახელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია უფ­ლებამო­სილ­ნი არი­ან გა­ნახორ­ცი­ე­ლონ მო­სახლეობის სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ერ­თობლი­ვი პროგ­რა­მები", დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ა­ზე ერ­თობლიობის იდეა არ მუ­შაობს. ყოველ შემთხვე­ვა­ში, შრო­მის, ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს მი­სა­მარ­თით დას­მულ ჩვენს კითხვა­ზე - მიმ­დი­ნა­რეობს თუ არა დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტებში, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ეკა ალა­ვი­ძემ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან გა­დაგ­ვა­მი­სა­მარ­თა: „ეს კითხვა ჯერ სა­პატ­რი­არ­ქოს და­უს­ვით და შემ­დეგ - ჩვენ". კითხვების თა­ვი­დან აცი­ლება სახელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იმით გა­ა­მარ­თლა, რომ „ ეს ბავ­შვები ჩვენს ბაზა­ში არ ირიცხებიან". პან­სი­ო­ნა­ტის ბავ­შვებზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გვაწ­ვდის სო­ცი­ა­ლუ­რი  მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს ზეს­ტა­ფო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აც. „პან­სი­ო­ნა­ტი სპე­ცი­ფი­კუ­რი და­წე­სებულებაა, თა­ნაც იგი მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის დაქ­ვემ­დებარებაში­ა. ამას­თან ერ­თად ეკა ალა­ვი­ძის უფ­ლებამო­სი­ლებაა ამ სა­კითხებზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მა", - გვპა­სუხობს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს ზეს­ტა­ფო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­ი გი­ორ­გი ჩუბინი­ძე. თუმ­ცა, სახელ­მწი­ფოს შემთხვე­ვა­ში „უფ­ლებამო­სი­ლება" ფრი­ად პი­რობითი სიტყვა აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სახელ­მწი­ფო პან­სი­ო­ნა­ტის ბავ­შვებზე პა­სუხს არ აგებს. სახელ­მწი­ფო მათ თა­ვის  ბაზა­ში არ მო­ი­აზ­რებს. შე­საბამი­სად, ისი­ნი „სახელ­მწი­ფოს ბავ­შვები" არ არი­ან, არა­მედ - სა­პატ­რი­არ­ქო­სი.

***

პან­სი­ო­ნა­ტის ბენე­ფი­ცი­ა­რებზე შე­იძ­ლება პა­სუხს აგებს, მაგ­რამ ჩვენს მი­ერ მი­წე­რილ კითხვებზე პა­სუხს არ გვაძ­ლევს სა­პატ­რი­არ­ქო. კითხვას­: მიმ­დი­ნა­რეობს თუ არა დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი სა­პატ­რი­არ­ქოს­თან არ­სებულ ბავ­შვთა სახლებში, სა­პატ­რი­არ­ქო დუ­მი­ლით ხვდება. თუმ­ცა შემ­დეგ ირ­კვე­ვა, რომ პან­სი­ო­ნა­ტების სა­კითხი ეხება სა­პატ­რი­არ­ქოს არც სო­ცი­ა­ლურ და არც სხვა რო­მე­ლი­მე სამ­სახურს, არა­მედ ერთ კონ­კრე­ტულ პირს - მე­უ­ფე სპი­რი­დონს. „მე­უ­ფე სპი­რი­დონს მი­მარ­თეთ. ის არის ამ ბავ­შვების მე­ურ­ვე და პან­სი­ო­ნა­ტების ხელ­მძღვა­ნე­ლი", - გვეუბნებიან სა­პატ­რი­არ­ქო­ში. ბოლომ­დე პა­სუხის­მგებელი ორ­გა­ნო პან­სი­ო­ნა­ტის ბავ­შვების სა­კითხში არც სა­პატ­რი­არ­ქო აღ­მოჩ­ნდა.

ამა­სობაში ბავ­შვები პან­სი­ო­ნა­ტებში რჩებიან. მათ არ აშ­ვი­ლებენ, არ აძ­ლე­ვენ მინ­დობით აღ­ზრდა­ში, ისი­ნი ნაკ­ლებად ბრუნ­დებიან ბიო­ლო­გი­ურ მშობლებთან, არც საოჯახო ტი­პის ბავ­შვთა სახლებში გა­და­დი­ან საცხოვ­რებლად. ოჯახურ გა­რე­მო­ში ცხოვ­რება, რაც შე­იძ­ლება მიღ­წე­ვა­დი იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რები სხვა ბავ­შვების­თვის - მათ­თვის მი­უღ­წე­ვე­ლი­ა.

იდენ­ტი­ფი­კა­ცია

„ბავშვს დაბადების­თა­ნა­ვე აქვს უფ­ლება, ჰქონ­დეს სახელი, გვა­რი და მო­ქა­ლა­ქეობა. ასე­ვე უფ­ლება აქვს, იზ­რდებოდეს მშობლების გა­რე­მოც­ვა­ში" (გა­ე­როს ბავ­შვთა უფლებების კონ­ვენ­ცი­ა, მუხლი 7).

„სახელ­მწი­ფო ვალ­დებული­ა, და­იც­ვას და, სა­ჭი­როების შემთხვე­ვა­ში, აღად­გი­ნოს ბავ­შვის პი­როვ­ნუ­ლობის გა­მომხატ­ვე­ლი ძი­რი­თა­დი ნიშ­ნები: სახელი, მო­ქა­ლა­ქეობა და ოჯახური კავ­ში­რები"(გა­ე­როს ბავ­შვთა უფ­ლებების კონ­ვენ­ცი­ა, მუხლი 8).

ზეს­ტა­ფონ­ში არ­სებული წმინ­და ბარბარეს სახელობის მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტი 1997 წლი­დან არ­სებობს, იგი 1994 წელს წმინ­და ეკა­ტე­რი­ნეს სახელობის საბავ­შვო ბაღის ბაზა­ზე შე­იქ­მნა სა­პატ­რია­რქოს მხარ­და­ჭე­რით და დე­კა­ნოზ გრი­გოლ აბულა­ძის (დღეს ეპისკოპოსი სპი­რი­დო­ნ აბულაძე) უშუ­ა­ლო ძა­ლისხმე­ვით. პან­სი­ო­ნატ­ში ბავ­შვების რა­ო­დე­ნობა თან­და­თან გა­ი­ზარ­და და მოკ­ლე დრო­ში სო­ლი­დურ ციფრს მი­უახლოვ­და.  პან­სი­ო­ნატ­მა გე­ოგ­რა­ფი­აც გა­ზარ­და და სამცხე-ჯავახეთ­ში, ნი­ნოწ­მინ­დის რა­ი­ონ­ში გახსნა მსგავ­სი და­წე­სებულება. პან­სი­ო­ნა­ტი, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის კრი­ტი­კულ 90-იან წლებში, ბევ­რი ბავ­შვის­თვის იქ­ცა თავ­შე­საფ­რად და ფი­ზი­კუ­რად თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერთ ად­გი­ლად. პან­სი­ო­ნატ­მა მის­ცა ბავ­შვებს საზ­რდო, რა­საც ვერ აძ­ლევ­და სახელ­მწი­ფო, შე­იძ­ლება ესეც გახდა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ­ გე­ოგ­რა­ფი­ის გა­ფარ­თოების პრო­პორ­ცი­უ­ლად შემ­ცირ­და პან­სი­ო­ნა­ტის მხრი­დან სახელ­მწი­ფო და­წე­სებულებებთან თა­ნამ­შრომ­ლობა, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტოებთან. ჩა­კე­ტი­ლობამ იმ ფორ­მას მი­აღ­წი­ა, რომ პან­სი­ო­ნა­ტის ბინა­დარ­ნი წლების გან­მავ­ლობაში სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნომ­რების გა­რე­შე და­ტო­ვა. პან­სი­ო­ნა­ტის 15-წლი­ა­ნი სტაჟის მიუხედა­ვად, იქ მყოფი ბავ­შვების­თვის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნომ­რების მი­ნი­ჭება, მხოლოდ 2011 წელს მოხერხდა. თუმ­ცა, ყვე­ლას იდენ­ტი­ფი­კა­ცია კი­დევ არ დას­რუ­ლებულა, რა­მო­დე­ნი­მე ბავ­შვი დაბადების მოწ­მობისა და პი­რა­დობის გა­რე­შე რჩება. 14 წლის მან­ძილ­ზე პან­სი­ო­ნა­ტის ბევ­რი ბენე­ფი­ცი­ა­რი სა­მარ­თლებრი­ვად არ არ­სებობდა და არ­სად ფიქ­სირ­დებოდა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლები პან­სი­ო­ნატ­ში ნაკ­ლებად აღ­წევ­დნენ და მო­ნი­ტო­რინ­გის შე­საძ­ლებლობაც ნაკ­ლებად ჰქონ­დათ.

პან­სი­ო­ნატ­ში სა­ერ­თოდ ვერ შე­დი­ოდ­ნენ სახალხო დამ­ცვე­ლი  და ვერც მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლები. „2006-2007 წლებში ვცდი­ლობდით ინ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შეღ­წე­ვას, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და და იძუ­ლებული გავხდით თა­ვი დაგ­ვე­ნებებინა", - ამბობს სახალხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­თან არ­სებული „ტო­ლე­რან­ტობის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბექა მინ­დი­აშ­ვი­ლი.  თუმ­ცა, 2011 წელს პან­სი­ო­ნა­ტის კა­რიბჭე გაიხსნა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს იმე­რე­თის წარ­მო­მად­გენ­ლობას სა­შუ­ა­ლება მი­ე­ცა პან­სი­ო­ნატ­ში შე­სუ­ლიყო და სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნომ­რები მი­ე­ცა ბავ­შვების­თვის. ა­მის მი­ზე­ზად სახელ­დება ერ­თი შემთხვე­ვა, რო­დე­საც ერთ-ერთ ნი­ჭი­ერ ბენე­ფი­ცი­არს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლების მი­ღების სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდა და მან ეს ვერ შეძ­ლო  - სწო­რედ საბუთების მო­უ­წეს­რი­გებლობის გა­მო.

***

პან­სი­ო­ნა­ტის კა­რიბჭე „არ გა­ნიხვნა" არც -„ახალი გა­ზე­თის" წი­ნა­შე. ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ პან­სი­ო­ნატ­ში შეღ­წე­ვას. თუმ­ცა, კა­რის­კაც­მა შეშ­ვებაზე უა­რი თქვა, პირ­ველ რიგ­ში ჩვე­ნი არა­სა­თა­ნა­დო ჩაც­მუ­ლობის გა­მო – „ეს ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­აა და ქალს შარ­ვლით ვერ შე­ვუშ­ვებთ". რო­დე­საც ვთხოვეთ, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ შე­ვი­დო­დით და მხოლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას და მო­ნა­ცე­მებს ავი­ღებდით ვინ­მე პა­სუხის­მგებელი პი­რის­გან, მან პე­და­გო­გებთან და­თათბირების შემ­დეგ გა­ნაცხადა, რომ ვე­რა­ფერ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ გას­ცემ­დნენ სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტების და­მა­არ­სებლის და ხელ­მძღვა­ნე­ლის მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის ნებარ­თვის გა­რე­შე. „ბავ­შვების პან­სი­ო­ნა­ტის ეზო­ში გა­მოყვა­ნა რომ მო­ვინ­დო­მოთ, ან თუნდაც ნა­თუ­რის შეც­ვლა დაგ­ვჭირ­დეს რო­მე­ლი­მე ოთახში, ამა­ზეც მე­უ­ფე სპი­რი­დონს უნ­და შე­ვუ­თანხმდეთ და მის­გან კურთხევა ავი­ღოთ", - გან­გვიცხადეს პან­სი­ო­ნა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებმა.  პან­სი­ო­ნატ­ში არც მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის სა­კონ­ტაქ­ტო ნომ­რის მო­ცე­მა ისურ­ვეს - ამა­საც მე­უ­ფის მხრი­დან კურთხევა სჭირ­დებოდა.

სა­მა­გი­ე­როდ, სა­პატ­რი­არ­ქომ კურთხევის გა­რე­შე გას­ცა მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი. თუმ­ცა მე­უ­ფემ­დე ამ გზი­თაც ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის პი­რად ნო­მერ­ზე მა­მა იო­ა­ნემ გვი­პა­სუხა. გვითხრა, რომ მე­უ­ფეს ვერ დაგ­ვა­კავ­ში­რებდა და ვერც ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვცემ­და.

უს­ტა­ტუ­სობა

ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­ქო­ნას­თან ერ­თად­,ი­უ­რი­დი­ულ სტა­ტუ­სებთნ მწყრა­ლად ყოფ­ნა და იზო­ლა­ცი­ო­ნიზ­მი ხდება ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი, რომ პან­სი­ო­ნა­ტის ბავ­შვები არ ირიცხებიან გა­საშ­ვი­ლებელ ბავ­შვთა რე­ეს­ტრში.

18 წლამ­დე პი­რი რე­ეს­ტრში რომ აღ­მოჩ­ნდეს, მას გა­საშ­ვი­ლებლის სტა­ტუ­სი უნ­და მი­ე­ნი­ჭოს. გა­საშ­ვი­ლებლის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭებამ­დე მი­ტო­ვებულად უნ­და გა­მოცხად­დეს. მთე­ლი ამ პრო­ცე­დუ­რების განხორ­ცი­ე­ლებაში სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის, შვი­ლად აყვა­ნი­სა და მინ­დობით აღ­ზრდის შე­სახებ, მე-9 მუხლის თა­ნახმად უფ­ლებამო­სი­ლება მხოლოდ სა­სა­მარ­თლოს და სა­ა­გენ­ტოს აქვთ. ( „სა­ა­გენ­ტოს გარ­და, ყვე­ლა სხვა ფი­ზი­კურ და იუ­რი­დი­ულ პირს ეკ­რძა­ლება ნების­მი­ე­რი ქმე­დება").

იგი­ვე ეხება მინ­დობით აღ­ზრდას  - „შვი­ლად აყვა­ნი­სა და მინ­დობით აღ­ზრდის პრო­ცე­დუ­რების გან­მახორ­ცი­ე­ლებელი უფ­ლებამო­სი­ლი ორ­გა­ნო არის სა­ა­გენ­ტო".

პან­სი­ო­ნატ­ში კი სა­სა­მარ­თლოს­თან და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურების სა­ა­გენ­ტოს­თან საქ­მეს „არ იჭე­რენ". შე­საბამი­სად, ბავ­შვებს არც სტა­ტუ­სი ენი­ჭებათ. უს­ტა­ტუ­სობა აფერხებს დე­ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას და ბავ­შვების ოჯახურ გა­რე­მო­ში აღ­ზრდას, რომც იყოს ამის ნება პან­სი­ო­ნა­ტების ხელ­მძღვა­ნე­ლის მხრი­დან.

მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი თა­ვის ნებას, გაშ­ვი­ლების პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რებით,  „სა­პატ­რი­არ­ქოს უწყებანის­თვის" მი­ცე­მულ ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხადებს. თუმ­ცა, მის საუბარ­ში არ­სად ფი­გუ­რი­რებს სა­ა­გენ­ტო.­ პან­სი­ო­ნა­ტებიდან გაშ­ვი­ლება „რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზის გა­მო  შე­უძ­ლებელი­ა. თით­ქმის ყვე­ლა ბავშვს ჰყავს ნა­თე­სა­ვი და მი­სი თანხმობა აუ­ცი­ლებელი­ა. იგი აუ­ცი­ლებლად მო­ითხოვს ფულს და მოხდება კრი­მი­ნა­ლი, ამი­ტომ ბავ­შვების გაშ­ვი­ლების­გან თავს ვი­კა­ვებთ.…ეს ბავ­შვები რომ არ შეგ­ვე­ფა­რებინა, ვინ იცის, სად მოხვდებოდ­ნენ. თქვენ­თვის კარ­გად არის ცნობილი ტრე­ფი­კინ­გის საფრთხე. ერ­თი­ა, რო­ცა ვი­ღა­ცას მარ­თლაც უნ­და, რომ ბავ­შვი  იშ­ვი­ლოს, თუმ­ცა ესეც სა­ცო­დაობაა - ქარ­თვე­ლი, მარ­თლმა­დი­დებელი მშობლების ბავ­შვი სხვა აღ­მსა­რებლობის გა­რე­მო­ში რა­ტომ უნ­და გა­ი­ზარ­დოს? სხვა საფრთხეცა­ა: ბავ­შვები უცხოეთ­ში გა­დაჰყავთ და დო­ნო­რებად იყენებენ. მე­სა­მე, სამ­წუხაროდ, ისე­თი შემთხვე­ვებიც არის, რო­ცა სა­ტა­ნის­ტები ბავ­შვებს ოკულ­ტურ რი­ტუ­ა­ლებში მო­ნა­წი­ლეობის მი­სა­ღებადაც იყენებენ", - ამბობს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი.

გა­ნათ­ლება

„ბავშვს უფ­ლება და ვალ­დებულება აქვს, უფა­სოდ მი­ი­ღოს დაწყებითი გა­ნათ­ლება. სახელ­მწი­ფომ უნ­და უზ­რუნ­ველყოს სა­შუ­ა­ლო და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლების ხელ­მი­საწ­ვდო­მობა".

„გა­ნათ­ლება მი­მარ­თუ­ლი უნ­და იყოს ბავ­შვის გო­ნებრი­ვი და ფი­ზი­კუ­რი გან­ვი­თა­რებისა­კენ. სკო­ლამ უნ­და მო­ამ­ზა­დოს ბავ­შვი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რებისათ­ვის, ას­წავ­ლოს მშობლების, თა­ვი­სი და სხვა ქვეყნების კულ­ტუ­რი­სა და რე­ლი­გი­ის პა­ტი­ვის­ცე­მა"  (გა­ე­როს ბავ­შვთა უფ­ლებების კონ­ვენ­ცი­ა, მუხლი 28-ე და 29-ე).

სა­პატ­რი­არ­ქოს ბავ­შვთა პან­სი­ო­ნა­ტების ბინა­დარ­ნი გა­ნათ­ლებას თა­ვად პან­სი­ო­ნატ­ში იღებენ. იქ­ვე აქვთ სკო­ლა, სა­დაც სწავ­ლობენ სრულ­წლო­ვა­ნებამ­დე. შე­საბამი­სად, ბავ­შვები არ და­დი­ან სახელ­მწი­ფო სკო­ლებში. „პან­სი­ო­ნა­ტის ბავ­შვების შე­სახებ არა­ფე­რი ვი­ცი. მე მგო­ნი, ექ­სტერ­ნად ჩააბარეს გა­მოც­დები. სა­კუ­თა­რი სკო­ლა აქვთ და იქ და­დი­ან. ჩვენს ბაზა­ში არ ირიცხებიან", ამბობს  გა­ნათ­ლების რე­სურს-ცენ­ტრის ზეს­ტა­ფო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ქე­თე­ვან ედიბერი­ძე. კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თანხმების მე-5 მუხლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის მიხედ­ვით სა­გან­მა­ნათ­ლებლო და­წე­სებულებებში მარ­თლმა­დი­დებელი სარ­წმუ­ნოების შე­სახებ საგ­ნის სწავ­ლება ნებაყოფ­ლობითი­ა. სას­წავ­ლო პროგ­რა­მების დად­გე­ნა, შეც­ვლა, პე­და­გოგ­თა და­ნიშ­ვნა და გა­თა­ვი­სუფ­ლება ხდება ეკ­ლე­სი­ის წარ­დგი­ნებით. თუმ­ცა სხვა შემთხვე­ვა­ში  სახელ­მწი­ფო და ეკ­ლე­სია უფ­ლებამო­სილ­ნი არი­ან გა­ნათ­ლების სის­ტე­მა­ში გა­ნახორ­ცი­ე­ლონ ერ­თობლი­ვი პროგ­რა­მები.  თუმ­ცა სახელ­მწი­ფოს რო­ლი, გა­ნათ­ლების სფე­რო­ში ერ­თობლი­ვი მოქ­მე­დების კუთხით, პან­სი­ო­ნატ­ში არ ჩანს.

ამ რო­ლის გარ­კვე­ვა შე­ვე­ცა­დეთ სა­მი­ნის­ტროს­თან. გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს მი­მართ დას­მულ ჩვენს კითხვა­ზე: პან­სი­ო­ნატ­ში არ­სებული და მოქ­მე­დი სას­წავ­ლო პროგ­რა­მა შე­თანხმებულია თუ არა გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს­თან, პა­სუხი არ მიგ­ვი­ღი­ა. ამ კითხვა­ზე პა­სუხი არ მიგ­ვი­ღია არც სა­პატ­რი­არ­ქო­დან. თუმ­ცა, კერ­ძო საუბრებში სახელ­მწი­ფოს წარ­მო­მად­გენ­ლები აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ პან­სი­ო­ნა­ტებში სა­კუ­თა­რი სახელ­დახელოდ შეთხზუ­ლი პროგ­რა­მებით მოქ­მე­დებენ.

პან­სი­ო­ნატ­ში არ­სებული სკო­ლა არ ფიქ­სირ­დება გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს ვებგვერ­დზე წარ­მოდ­გე­ნილ ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებლო სას­წავ­ლებლების სი­ა­ში. მას ვერ იპო­ვით  გა­ნათ­ლების ხარისხის ამ­აღლების ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სებულ ავ­ტო­რი­ზებულ სას­წავ­ლო და­წე­სებულებათა ჩა­მო­ნათ­ვალ­შიც. არა­და, ამა­ვე სა­იტ­ზე მი­თი­თებული­ა, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია სა­ვალ­დებულოა ყვე­ლა სახის სა­გან­მა­ნათ­ლებლო და­წე­სებულებისათ­ვის შე­საბამი­სი საქ­მი­ა­ნობის განხორ­ცი­ე­ლებისა და სახელ­მწი­ფოს მი­ერ აღი­ა­რებული გა­ნათ­ლების და­მა­დას­ტუ­რებელი დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მი­სათ­ვის.

მოკ­ლედ, სკო­ლა­ში ან მხოლოდ მარ­თლმა­დი­დებლურ საგ­ნებს სწავ­ლობენ, რომ­ლის პროგ­რა­მების დად­გე­ნის უფ­ლებაც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი შე­თანხმების მიხედ­ვით სა­პატ­რი­არ­ქოს აქვს მი­ნი­ჭებული, ან გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტროს მი­ერ და­უმ­ტკი­ცებელ პროგ­რა­მას იყენებენ. ერ­თიც და მე­ო­რეც პან­სი­ო­ნა­ტების ბენე­ფი­ცი­ა­რების მო­მა­ვალს ბუნ­დო­ვან­სა და არა­სა­ი­მე­დოს ხდის.

„ერთ-ერთ ბენე­ფი­ცი­არ მ-ს ვიც­ნობ, ობოლი იყო, ბებიამ მიაბარა და გა­ი­ზარ­და იმ პან­სი­ო­ნატ­ში, მაგ­რამ რო­დე­საც და­ამ­თავ­რა არც საბუთი გა­აჩ­ნდა, არც ცოდ­ნა. პან­სი­ო­ნატ­ში ვერც ერ­თი მი­ი­ღო და ვერც - მე­ო­რე. ვერც მუ­შაობა და­იწყო და სა­ერ­თოდ ვე­რა­ფე­რი მოახერხა, იძუ­ლებული გახდა ისევ უკან მიბრუ­ნებულიყო. ვინც იქ მოხვდება, ძნე­ლია იმ პან­სი­ო­ნა­ტი­დან და გა­რე­მო­დან გა­მო­აღ­წი­ოს", -ამბობს თე­ო­ლო­გი ელ­დარ ლობჟანი­ძე.

სრულ­წლო­ვა­ნი ბენე­ფი­ცი­ა­რების პან­სი­ო­ნატ­ში დარ­ჩე­ნა­ზე საუბრობს თა­ვად მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნიც „სა­პატ­რი­არ­ქოს უწყებანის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

„ორ გო­გო­ნას, რომ­ლებიც ჩვენ გავ­ზარ­დეთ, ჩვენ­თან­ვე ვაწყებინებთ მუ­შაობას. შე­იძ­ლება, ასე­თი კად­რი სხვა­გან ვერც კი ვი­შო­ვოთ. ისი­ნი ხომ ეკ­ლე­სი­ა­ში გა­ი­ზარ­დნენ. მათ­თვის ეკ­ლე­სია სახლი­ა, მშობლი­უ­რი სახლი. მრა­ვა­ლი წე­ლია, აქ ცხოვ­რობენ და მთე­ლი თა­ვი­სი ცნობიე­რებით ეკ­ლე­სი­უ­რი ადა­მი­ა­ნები არი­ან", -ამბობს მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნი.

მი­ზე­ზები

ის, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს ბევრ სას­წავ­ლებელს არ გა­აჩ­ნია იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი რი­გი თე­ო­ლო­გი ამ სა­კითხში პა­სუხის­მგებლობას სახელ­მწი­ფოს ანი­ჭებს. „ყვე­ლა­ზე დიდ პრობლე­მად მიმაჩ­ნია ის ფაქ­ტი, რომ ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებლობის მიხედ­ვით, რე­ლი­გი­ის სა­გა­ნი სახელ­მწი­ფოს ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებლო სის­ტე­მა­ში არ არის პროგ­რა­მით გათ­ვა­ლის­წი­ნებული სა­ვალ­დებულო სა­გა­ნი. მხოლოდ სულ რა­ღაც ორი თვის წინ გა­ნათ­ლების სა­მი­ნის­ტრომ მი­ა­ნი­ჭა აკ­რე­დი­ტა­ცია თბილი­სის სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­სა და სე­მი­ნა­რი­ას და საღ­ვთის­მეტყვე­ლო ინ­სტი­ტუტს. სხვა ქა­ლა­ქებში არ­სებულ სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლებლებს დღემ­დე არ გა­აჩ­ნი­ათ იუ­რი­დი­უ­ლი სტა­ტუ­სი და აღი­ა­რება. ერ­თი სიტყვით, სახელ­მწი­ფო სა­გან­მა­ნათ­ლებლო სის­ტე­მა­ში რე­ლი­გია ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ჩა­ვარ­დნი­ლი სა­გა­ნი­ა", - ამბობს ალექ­სი ქშუ­ტაშ­ვი­ლი, თე­ო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი სა­ეკ­ლე­სიო სა­მარ­თალ­ში, მთაწ­მინ­დის წმინ­და ნი­ნოს სახელობის ტაძ­რის მოძ­ღვა­რი.

თუმ­ცა ის, რომ რე­ლი­გია ჩა­ვარ­დნი­ლი სა­გა­ნია და სახელ­მწი­ფო სტა­ტუსს არ აძ­ლევს სა­პატ­რი­არ­ქოს რიგ სას­წავ­ლებლებს, ამის მი­ზეზს სხვა პრობლე­მა­ში ხედავს თე­ო­ლო­გი მი­რი­ან გამ­რე­კე­ლაშ­ვი­ლი.

„სა­პატ­რი­არ­ქოს კუთ­ვნი­ლი საბავ­შვო სახლების, სას­წავ­ლებლებისა და მსგავ­სი და­წე­სებულებების მდგო­მა­რეობა განხილუ­ლი უნ­და იქ­ნეს სა­პატ­რი­არ­ქო­სა და სახელ­მწი­ფოს ურ­თი­ერ­თობის ჭრილ­ში. მა­გა­ლი­თად, თბილი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის, აკა­დე­მი­ი­სა და მათ­თან არ­სებული ფა­კულ­ტე­ტების მდგო­მა­რეობა არ შე­ე­საბამება სახელ­მწი­ფოს მი­ერ შე­მუ­შა­ვებულ კა­ნონ­პრო­ექ­ტში დად­გე­ნილ სტან­დარ­ტებს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებლების აკ­რე­დი­ტა­ცი­ის შე­სახებ, მაგ­რამ სახელ­მწი­ფო უძ­ლუ­რია ამ სა­კითხში. იმის­თვის, რომ თა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გებიან სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ჩაიყენოს, სახელ­მწი­ფო მზა­დაა აღი­ა­როს და­სახელებული სას­წავ­ლებლები აკ­რე­დი­ტი­რებულად. ჩე­მი აზ­რით, ზო­გა­დად, სახელ­მწი­ფო და სა­პატ­რი­არ­ქო ერ­თმა­ნე­თის კონ­კუ­რენ­ტები არი­ან და პო­ლი­ტი­კურ სარბიელ­ზე ერ­თმა­ნეთს გა­მო­რიცხავენ. ამი­ტომ სახეზე ხში­რად გვაქვს კონ­ფლიქ­ტი ამ ორ სუბიექტს შო­რის. სახელ­მწი­ფოც და სა­პატ­რი­არ­ქოც ზო­მავს რა სიძ­ლი­ე­რი­საა მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა მო­სახლეობაზე. სა­ჭი­როების შემთხვე­ვა­ში ვის და­უ­ჭერს მხარს ხალხი. ეკ­ლე­სი­ას არ სჭირ­დება სახელ­მწი­ფო, რო­გორც ასე­თი. რაც უფ­რო სუს­ტი იქ­ნება სახელ­მწი­ფო, რაც უფ­რო დაბალი იქ­ნება სა­ზო­გა­დოებაში გა­ნათ­ლების დო­ნე, მით უფ­რო დი­დი გავ­ლე­ნა ექ­ნება სა­პატ­რი­არ­ქოს. რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით," - მი­აჩ­ნია მი­რი­ან გამ­რე­კე­ლაშ­ვილს.

შე­დე­გები

სახელ­მწი­ფო­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს შო­რის ურ­თი­ერ­თობის მო­გვა­რება შე­ეძ­ლო კონ­სტი­ტუ­ცი­ურ შე­თანხმებას, მი­სი დახვე­წი­სა და ბოლომ­დე მიყვა­ნის შემთხვე­ვა­ში. „კონ­კორ­და­ტი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნაბიჯია ეკ­ლე­სი­ის სა­მარ­თლებრი­ვი რე­გუ­ლი­რების ჩარ­ჩოების მო­სა­ძებნად, მაგ­რამ ჯერ კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თებელი მის და­სახვე­წად. შე­საძ­ლოა მხოლოდ ერ­თი ას­პექ­ტის გა­მოყოფა, რაც მი­ა­ნიშ­ნებს ამ სა­მარ­თლებრი­ვი აქ­ტის შემ­დგომ გან­ვი­თა­რებაზე. ეს არის კა­პე­ლა­ნის ინ­სტი­ტუ­ტი", - მი­აჩ­ნია კა­ნო­ნი­კუ­რი სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლისტს ვლა­დი­მერ ნარ­სი­ას.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა