|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ გამოიყურება მამაკაცი, რომელიც "ზედმეტად სიმპათიურობის" გამო ქვეყნიდან გააძევეს

დასავლელმა ჟურნალისტებმა საუდის არაბეთიდან "ზედმეტად სიმპათიურობის" გამოძევებული სამი მამაკაციდან ერთ-ერთი მათგანი იპოვეს. 

ის ომარ ბორკან ალ გალაა - მოდის ფოტოგრაფი და მსახიობი დუბაიდან. მას ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია, იყო თუ არა სამ გამოძევებულ მამაკაცში, მაგრამ გამოცემა Jezebel ირწმუნება, რომ ომარი ერთ-ერთი მათგანია.


შეგახსენებთ, რომ მამაკაცები, რომლებიც ერ-რიადში კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალს ესწრებოდნენ, შარიათის გვარდიის წევრებმა "ზედმეტად მომხიბვლელებად" მიიჩნიეს და იმის შიშით, რომ დღესასწაულის მონაწილე ქალებს მამაკაცები არ შეყვარებოდათ, ქვეყნიდან დეპორტით გაისტუმრეს.

წყარო: www.palitratv.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა