|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ გეგელია - ეკლესია იმიტომ არის ძლიერი, რომ მის წინაშე ყოველდღიურად მარცხდება საქართველოს სახელმწიფო

საზოგადოების ერთმა ნაწილმა პირდაპირ და გარკვევით უთხრაარათეოკრატიას, საზოგადოების სხვა წევრებს თეოკრატია, თავისიკლასიკური ფორმით“, აბსურდად და პრაქტიკულად შეუძლებლად ეჩვენებათ საქართველოში. თუმცა აღიარებენმახინჯი თეოკრატიისფაქტობრივ არსებობას. რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო უკვე არის  დე ფაქტო "კლერიკალური სახელმწიფო" და ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია თეოკრატიის რაიმე ახალი მოდელი დამკვიდრდეს საქართველოში?

ამ და სხვა კითხვებზე გვპასუხობს ლონდონის უნივერსიტეტის ინტელექტუალური ისტორიის მაგისტრი გრიგოლ გეგელია.

დავიწყოთ იმით, რომ საქართველო არის მახინჯი დემოკრატია. თეოკრატიას რაც შეეხება, აქ მეტი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ აქცია, იდეა და რეალობა. აუცილებელია გავიხსენოთ, რომ აქცია "არა თეოკრატიას" გაიმართა 17 მაისის ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგამ დროს სახელმწიფოს არავითარი კონკრეტული ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული, ქალაქის ქუჩებში სხვადასხვა ფორმით გრძელდებოდა ძალადობა განსხვავებული ჩაცმულობისა თუ შესახედაობის ადამიანებზე, ადგილზე იყო სრულიად  ლეგიტიმური პანიკა. აქცია "არა თეოკრატიას" სწორედ ამ კონტექსტში შედგა. ეს იყო სამოქალაქო შეკრება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის იმის შეხსენებას, რომ თავისუფალი საქართველოს შენარჩუნება საქართველოს ბევრი მოქალაქის პრიორიტეტიახოლო სახელმწიფოსათვის ქმედებისკენ მოწოდებას.

რაც შეეხება უშუალოდ თეოკრატიას, ის წარმოადგენს მმართველობის კონკრეტულ ფორმას, რომელიც სიტყვასიტყვით, ღმერთის მმართველობას ნიშნავს. თეოკრატიის ფარგლებში, პოლიტიკურ ერთეულს ღმერთის სახელით მართავს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი. თეოკრატიულ წყობას ახასიათებს რწმენა, რომ  ლიდერი პირდაპირ კავშირშია ღმერთთან, რომ ის პირდაპირ აღასრულებს ღვთაებრივ ნებას, კანონი კი ეფუძნება კონკრეტულ რელიგიას. მაგრამ, არ დაივიწყოთ, რომ თეოკრატია  სასულიერო პირების მიერ ქვეყნის მართვას ნიშნავს, რისი გონებრივი შესაძლებლობაც ქართველ სასულიერო პირებს სინამდვილეში არ გააჩნიათ. ისინი უფრო მარტივ ოპერაციებზე არიან კონცენტრირებული, როგორიცაა ადამიანების დაშინება, წარმოსახვით მტრებთან ბრძოლა და საკუთარი, ამქვეყნიური კეთილდღეობისა და პრივილეგიების განვრცობა. ეს ბევრ მათგანს წარმატებით გამოსდის, მაგრამ ქვეყნის მართვა რთული ხელოვნებაა, რომელიც  ცოდნასა და კონკრეტულ უნარ-ჩვევებს საჭიროებს. ეს არათუ სამღვდელოებას, ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილსაც კი არ გააჩნია.

დღეს საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიულად არჩეული, საერო ხელისუფლება მართავს. ვფიქრობ, საქართველო ყოველთვის შეინარჩუნებს მმართველობის ამ ფორმას. მაგრამ, საქართველო არის დასნეულებული დემოკრატიასიმართლე გითხრათ, დღეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია არსებული დემოკრატიის დეფექტურ ხასიათზე საუბარი, ვიდრე მსჯელობა პოტენციური თეოკრატის შესახებ. ის, რაც 17 მაისს მოხდა, მოხდა არა თეოკრატიულ, არამედ დემოკრატიულ საქართველოში. სწორედ 17 მაისს ვიხილეთ, რომ სულაც არ არის საჭირო თეოკრატიული მმართველობის დამყარება იმისათვის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი განაგებდეს საქმის კურსს, ილაშქრებდეს საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ, არ ემორჩილებოდეს პოლიციას, იმუქრებოდეს ჯარის გამოწვევით, ხულიგნობდეს, აქეზებდეს და მიუძღოდეს მოძალადე ბრბოს.  17 მაისი არის იმის ბრწყინვალე მაგალითი, რომ ეს ყველაფერი თეოკრატიის დამყარების გარეშეც შესაძლებელია, იქ სადაც სახელმწიფო არის სუსტი და ვერ იცავს დემოკრატიულ წესწყობილებას. თანამედროვე ქართული სახელმწიფო კი ძალიან სუსტია. ჩემთვის აქ მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის.

ქართველ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი არის არაპრინციპული და პოპულისტი. ზოგად გონებრივ მოუმზადებლობასთან ერთად, მათ უმრავლესობას სახელმწიფოებრიობის არავითარი კონკრეტული ხედვა არ გააჩნია. მაგალითად, ისინი მუდმივად საუბრობენ სამართლის აღდგენისა და დემოკრატიულობის განვრცობის შესახებ, თუმცა მათივე გამოსვლებიდან ცხადი ხდება, რომ მათ უმრავლესობას არასდროს უფიქრია იმის შესახებ, რომ მხოლოდ დემოკრატია დიდი ვერაფერი მიღწევა ვერ არის, თუ მას არ ახლავს დემოკრატიის მისივე თანმდევი ასოციალური ეგოიზმისგან დამცავი ბერკეტები. ასევე, ძალიან რთულია ჩვენს პოლიტიკოსებს მოსთხოვო დაფიქრდნენ იმაზე თუ რა მოხდა 17 მაისს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სახელმწიფოს პოლიტიკურობის განსაზღვრის უფლება ჩამოართვა, კონსტიტუციის წინააღმდეგ გაილაშქრა და ამით პირდაპირ დაესხა თავს საქართველოს სახელმწიფოს.

 ასეთი პოლიტიკოსებისა და ლამის ცხვრის ფარად ქცეული საზოგადოების არსებობის პირობებში, ეგზომ გავლენიან ეკლესიას თეოკრატიის დამყარება საერთოდ არ ჭირდება საქმის ვითარების განკარგვისათვის. ქვეყანაში, სადაც თავად იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ დამნაშავეობის მიუხედავად, სასულიერო პირებს ანგარიში უნდა გაეწიოსთეოკრატია ეკლესიისათვის არაფერი იქნებოდა თუ არა ხელოვნურად შექმნილი თავის ტკივილი. არაფერი ახლის დამკვიდრება სინამდვილეში საქართველოში ეკლესიას არ ჭირდება. ქართველი პოლიტიკოსების არაპრინციპულობის, უუნარობისა და პატარა ამბიციების წყალობით, რაც საბოლოოდ სახელმწიფოებრივ სისუსტედ გადაითარგმნება, მართლმადიდებელ ეკლესიას ახლაც ბრწყინვალედ აქვს აწყობილი საქმე.

საპატრიარქომ თავის დროზე სახელმწიფოსთან გააფორმა კონსტიტუციური შეთანხმება, ანუ დააკანონა თავისი კონსტიტუცია, შესაბამისად საპატრიარქოს ყავს თავისი სინოდიპარლამენტი, ყავს მეთაური, რომელიც ხელშეუხებელია, აღნიშნული ორგანიზაცია არ იხდის გადასახადებს საეკლესიო ნაწარმზე, პირიქით  – სახელმწიფო უხდის ყოველწლიურად მილიონებს. მას გააჩნია უზარმაზარი გავლენა და .შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ საპატრიარქო ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში?

ეკლესია ნამდვილად წარმოადგენსმინი-სახელმწიფოსსაქართველოს სახელმწიფოში. თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელია გამოვყოთ ეკლესიის გავლენის ორი მთავარი ფორმა: ოფიციალური და არაოფიციალური. ოფიციალური გავლენა სათავეს იღებს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებიდან, ანუ კონკორდატიდან. ეს დოკუმენტი წარმოადგენს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შეჯამებას და მართლმადიდებელ ეკლესიას კონკრეტულ გავლენას ანიჭებს. ვფიქრობ, დროა კონკორდატის სამომავლო საჭიროებას დღესვე  დავუსვათ კითხვა. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია კონკორდატი გრძნეულ და ყოვლისშემძლე დოკუმენტად არ წარმოვაჩინოთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეკლესიის რეალური გავლენა უმეტესწილად  არაოფიციალურია. ეს არის არა რომელიღაც შეთანხმების წყალობით არსებული გავლენა, არამედ დაუწერელი და დაუკანონებელი გავლენა, დროისა და რიგი ფაქტორების თანხვედრის შედეგი. 2013 წლის 17 მაისს ჩვენ ვიხილეთ ეკლესიის არა თეორიული, არამედ რეალური ძალა. ეს იყო არა ოფიციალური, არამედ არაოფიციალური გავლენის დამსახურებით მოხვეჭილი ძალაუფლების ბოროტი გამოვლინება.

ეკლესიის ამგვარი სიძლიერე სახელმწიფოს დამარცხების პირდაპირი შედეგი მგონია. საბჭოთა სისტემის ნგრევამ, რომელიც მისი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჭეშმარიტების ერთადერთი წყარო და მოკარნახე იყო, ერთგვარი კულტურული ეროზია გამოიწვია, შექმნა ვაკუუმი, რომელიც უნდა შეევსო ახალ წყაროს. ეს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ თავზე იტვირთა ჭეშმარიტებათა დიქტატი, ადამიანების მწყემსვა და რეალობის განკარგვა. შესაძლოა, მაშინ, თავისუფლების მოპოვებით გამოწვეული დაბნეულობის დროს, ეს პოზიტიური როლიც ყოფილიყო, მაგრამ ყველასათვის სამწუხაროდ ეს ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა და შეჩერებას არ აპირებს.

 თავდაპირველად ეკლესია თავად იყო სუსტი და სუსტ სახელმწიფოსთან ერთად ცდილობდა გადარჩენასა და ფეხის მოკიდებას. წლების განმავლობაში კი იგი თავად იქცა მინი-

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა