|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეალური თვითმმართველობა სოფლად და ქალაქად

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შექმნილი კანონპროექტის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” გაცნობის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ეს კანონპროეტი სოფლების და პატარა ქალაქების მოსახლებას ართმევს კონსტიტუციურ უფლებას ჰქონდეთ რეალური ადგილობრივი თვითმმართველობა. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულმა ასოციაციამ, აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, შექმნა ალტერნატიული კანონპროექტი. 

ჩვენი კანონპროექტის დევიზია 

“რეალური თვითმმართველობა სოფლად და ქალაქად”

იგი ითვალისწინებს:

ა) ყველა მუნიცპალიტეტში და თვითმმართველ ქალაქში აირჩევა საკრებულო და ასევე პირდაპირი წესით აირჩევა გამგებელი/მერი. მუნციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც 2006 წლის 1 იანვრამდე იყო ადგილობრივი თვითმმართველობა, გამგეობის რწუმენებულის პოსტის ნაცვლად იქნება საბჭო და მისი თავმჯდომარე. 

ბ) ყველა სოფელი და თემი, რომელსაც 2006 წლამდე ჰქონდა ადგ. თვითმმართველბა, იურიდიულ პირად დარეგისტრირდება და საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი ტყე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწა და საძოვრები. 

გ) ყველა იმ ერთეულში, რომელსაც 2006 წლამდე ჰქონდა თვითმმართველობა, არჩეულ საბჭოს ექნება საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი. იგი მიიღებს გადაწყვეტილებას ქონებაზე, ინფრასტრუტურაზე, ხარჯვით პრიორიტეტებზე, კონტროლს გაუწევს სახელმწიფო ფულის ხარჯვას. 

დ) ყოველ სოფელს/თემს და დაბას ექნება საკუთარი ფული და უფლებამოსილება ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად. ფული მიიღება როგორც მუნიცპალიტეტედან, ასევე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან სხვადახვა პროგრამების მეშვეობით. 

ე) მუნიცპალიტეტების (რაიონის) ტერიტორიის ერთიანობა შენარჩუნებულია, ამ ერთობამ დროს გაუძლო და მოსახლეობას თვითიდენტიფიკაციის განცდა აქვს (გურჯანელი, ოზურგეთელი, სენაკელი). უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად იზრდება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებანი და გუბერნატორებს აღარ ექნებად მათ საქმეებში ჩარევის უფლება. 

ვ) თუ არჩეული საკრებულო და მერი არ პასუხობს მოთხოვნებს და არ ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მოქალაქეების ინიჭებათ უფლება დააყნენონ საკრებულოს და მერის გამოწვევის საკითხი. 

5 ძირითადი განსხვავება სამინისტროს და ასოციაციის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს შორის

სამინისტროს პროექტი

ჩვენი პროექტი

 

რაიონების დაშლა და ყველა ძირითადი საკითხის გუბერნატორის მიერ გადაწყვეტა;

 

მუნიცპალიტეტების (რაიონების) გაძლიერება და ყველა ძირითადი სახელმწიფო მოსახურების მუნიცპალიტეტის ცენტრში მიწოდება. გუბერნატორის ფუნქციების მინიმიზება 

 

თვითმმართველობის დაშვება მხოლოდ იმ ქალაქებში სადაც მოსახლეობა 15 ათასზე მეტია. უფრო პატარა ქალაქებში, დაბებში და სოფლებში დანიშნული რწმუნებულის დატოვება. რამდენიმე სოფლის ერთმანეთთან მექანიკური მიერთება და ერთი საკრებულოს არჩევა;

 

 

 

ქალაქში, დაბაში, თემში და სოფელში (სადაც 2006 წლამდე იყო თვითმმართველობა) რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება და არჩეული ხელისუფლების დაბრუნება. სოფლის იურიდიულ პირად დარეგისტრირება და საკუთარი უფლებების მინჭება. ადგილობრივი ქონების განკარგვისა და სახელმწიფო ფინასების კონტროლის უფლების გადაცემა

 

საკრებულო ძალზე სუსტია და აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მერის/გამგებლის ხელშია თავმოყრილი;

 

საკრებულოს როლის გაძლიერება და ადგილებზე ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართვის შესაძლებელობის გამორიცხვა

 

ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და საჭიროებაზე გადაწყვეტილებას კვლავ  თბილისში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრქუტურის სამინისტრო იღებს

 

 

ყველა ის გადაწყვეტილება რაც ეხება სასოფლო მიწებს, ტყეს და საძოვარს მიიღება სოფლის დონეზე. ხოლო რაც ეხება საერთო ინფრასტრუქტურას, დასაქმებას და ეკონომიკას მიიღება მუნიციპალიტეტის დონეზე. 

 

გადაწყვეტლება სოფელში არსებული სახელმწიფო ქონების შესახებ კვლავ სოფლის გარე მიიღება

 

სოფელს ექნება თავისი ქონება რომელსაც განკარგავს სოფლის არჩეული საბჭო, სოფლის ქონება სოფელთან ერთად დარეგისტრირდება

გსურთ რეალური თვითმმართველობა?! დაუჭირეთ მხარი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ალტერნატიულ პროექტს!

ჩვენი კანონპროექტის გაცნობა შეგიძლიათ ინტერნეტში შემდეგ მისამართზე

http://nala.ge/uploads/kanonproeqtis%20teqsti.pdf

(R)

ავტორი: ნიუპრესი