|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შაკიკის სიმპტომები შეიძლება მაგნიტის საშუალებით შემცირდეს

ახალი კომპაქტური მოწყობილობა, რომელიც აწვდის მაგნიტურ "პულსს"ნ შეიძლება გახდეს მედიკამენტური მკურნალობის მეთოდის ალტერნატივა შაკიკით დაავადებულთათვის, აცხადებს ბრიტანეთის საკონსულტაციო მართვის ორგანიზაცია. ორგანიზაცია NICE -ი აცხადებს, რომ მაგნიტური სტიმულაცია ( TMS ) შეიძლება დაეხმაროს შაკიკის სიმპტომების აღმოფხვრას.

შაკიკი ანუ ჰემიკრანია გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს. 
შაკიკი ქალებში 4-ჯერ უფრო ხშირია. პირველი შეტევა შეიძლება მოზარდობის ასაკში განვითარდეს, შუახნის ასაკში კი გაქრეს.

ТМС-ის აპარატის გამოცდის დროს აღმოჩნდა, რომ მისი ორსაათიანი გამოყენების შემდეგ თავის ტკივილი შეუწყდა პაციენტების 40%-ს. ჩატარებული კვლევების მონაცემების მიხედვით, ავადმყოფებისათვის აპარატის გამოყენება საოჯახო პირობებში რთული არ აღმოჩნდა და რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. ამის მიუხედავად, ექიმები თვლიან, რომ აუცილებელია აპარატის შემდგომი გამოცდა, რათა დადგენილი იქნას ოპტიმალური დოზირება მკურნალობისათვის.

TMS-ის პორტატული მოწყობილობა, მაგრდება თავის კანზე და გამოსცემს მოკლე მაგნიტურ იმპულსებს. ექიმები ამტკიცებენ რომ მაგნიტური სტიმულაციის მეშვეობით შეიძლება შემცირდეს შაკიკის სიმპტომები.

მომზადებულია medicinform.net–ის მიხედვით

წყარო: "ინფო9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა