|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

newpress გამოკითხვა: რომელი მარკის ავტომობილები მოსწონთ ქუთაისში და რატომ?

newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 30 ადამიანიდან, 28 მერსედესის მარკას ანიჭებს უპირატესობას. ერთი ადამიანი "დოჯს", ასევე მხოლოდ ერთს მოსწონს "ჯიპის" მარკის ავტომობილი. 

ქუთაისში თვლიან, რომ არსებობს მერსედესი და ე.წ. ბრიგინა ავტომობილები. 
"მერსედესი გამძლე ავტომანქანა არის. ის ჩვენს პირობებს უძლებს, ამიტომაც მას ვანიჭებთ უპირატესობას", –  ასეთია გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობის ახსნა, რომლებიც "მერსედის" მარკას იწონებენ. 

ავტორი: თეკლე მორგოშია