|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინდოეთის ტყეში თანამედროვე "მაუგლი" იპოვეს [VIDEO]

ინდოეთის პოლიციამ მცირეწლოვანი გოგონა იპოვა, რომელიც  ტყეში მაიმუნებთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა.

გოგონა ერთ-ერთ ნაკრძალში მაიმუნების გარემოცვაში შემთხვევით აღმოაჩინეს.  თანამედროვე "მაუგლის" ვინაობასა და ზუსტ ასაკს ჯერ კიდევ ადგენენ. ვარაუდობენ, რომ ბავშვის ასაკი 8-დან 10 წლამდე მერყეობს. ის ოთხივე კიდურის გამოყენებით გადაადგილდება, არ შეუძლია ლაპარაკი, მაიმუნების მსგავს ხმებს გამოსცემს და ექიმებს ცხოველებისთვის დამახასიათებელი ჟესტებით ეკონტაქტება.

 გოგონა ადგილობრივ ჰოსპიტალში მოათავსეს და რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ მას ჩაცმა და ჭამა შეუძლია. მართალია ჯერ კიდევ ვერ საუბრობს, თუმცა ესმის რასაც ეუბნებიან.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბავშვი ცხოველების გარემოცვაში ჩვილობის ასაკიდან მოხვდა. მისი ვინაობის დადგენა კი შეუძლებლად მიაჩნიათ. 

ვიდრე ინდოეთის პოლიცია დაადგენს,  ვინ არის და როგორ მოხვდა პატარა გოგო ტყეში მარტო, მას  ბავშვთა თავშესაფარში დატოვებენ.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა