|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 84 გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 264 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 84, ქვემო ქართლი - 45, შიდა ქართლი - 33, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 65, კახეთი - 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი - 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 530 საიდანაც: 5 247 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 870, აჭარაში - 497, იმერეთში - 661.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 967 პირი, მათ შორის, თბილისში - 459, აჭარაში - 70, იმერეთში -226.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 216 პირი, მათგან თბილისში - 163, აჭარაში - 5, იმერეთში - 13.

1 737 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 924 - თბილისში, 523- აჭარაში.

16 546 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 714 პირი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა