|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 121 ფიქსირდება

28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 19 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 932.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 850 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 10 718 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 132 PCR ტესტით.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 256 287-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 246 459 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია — 3 127.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან რეგიონებში ასე გადანაწილდა:

  • თბილისი — 321;
  • აჭარა — 33;
  • იმერეთი — 121;
  • ქვემო ქართლი — 27;
  • შიდა ქართლი — 52;
  • გურია — 9;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 78;
  • კახეთი — 42;
  • მცხეთა-მთიანეთი — 16;
  • სამცხე-ჯავახეთი — 23;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1.

ავტორი: ნიუპრესი