|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში იოსებ ოცხელის მემორიალური დაფა გახსნა

დღეს, ქუთაისში, თბილისის ქუჩაზე, # 14 -ში იოსებ ოცხელის მემორიალური დაფა გახსნეს.

აღნიშნულ მისამართზე 1865 წელს დაიბადა და 1897 წლამდე ცხოვრობდა გამოჩენილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ოცხელი. მან დასავლეთ საქართველოში პირველი სათავადაზნაურო გიმნაზია დააფუძნა და იყო მისი დირექტორი.

ამასთან, მემორიალურ დაფაზე დატანილია ინფორმაცია მის შთამომავალზე, რესპუბლიკის კულტურის დამსახურებულ მუშაკზე, საოპერო მომღერალზე სოსო ოცხელზე, რომელიც ამ სახლში 1932- 1993 წლებში ცხოვრობდა.

მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მემორიალური დაფის გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, იმერეთის გუბერნატორის მოადგილე სოსო ხახალეიშვილი, ოცხელების შთამომავლები და მეორე საჯარო სკოლის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა