|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემი მიზანია, თითოეულმა ქუთაისელმა მიიღოს მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ინდივიდუალური შეხვედრების ფარგლებში ქალაქ მუზეუმისა და ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრებისას კანდიდატი მოქალაქეებს საარჩევნო პროგრამის შესახებ ესაუბრა და დღევანდელი პოლიტიკუ-ეკონომიკური და პანდემიური რეალობის ფონზე სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა, ამასთან, განუმარტა მისი კანდიდატურისა და პროგრამის უპირატესობა.

"ქუთაისი ქალაქია თავისი ღირსებით და ნაკლით, მიღწევებით, პრობლემებით და სოციუმით, რომელსაც აქვს საკუთარი კოლორიტი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური ცხოვრების ერთობა. სწორედ ეს არის ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი არსი, რომ ეს სოციუმი, მოქალაქეთა ერთობლიობა იყოს ბედნიერი და კმაყოფილი საკუთარი ქალაქით და თავადვე მიიღონ მონაწილეობა ამ ქალაქის სრულყოფასა და განვითარებაში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა