|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იოსებ ხახალეიშვილი: გამარჯვების შემთხვევაში თითოეული ქუთაისელის მერი ვიქნები, თითოეულის ჩართულობით შევუდგები ჩვენი ქალაქის გაძლიერებას

 "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მხარდამჭერებს მიმართავს. "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში მერობის კანდიდატის მხარდაჭერისთვის ყველას მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თითოეული მოქალაქის მერი იქნება.

"საარჩევნო კამპანიაში 2020 წლის 3 სექტემბრიდან ჩავერთე. მიუხედავად ამ რთული პანდემიური ვითარებისა, ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით, შევძელი გამემართა 100- ზე მეტი შეხვედრა, მათ შორის: გაერთიანებული და ინდივიდუალური შეხვედრა ქუთაისის მოსახლეობასთან, თემატური შეხვედრა სხვადასხვა სფეროსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. მადლობა ყველას, ვისაც შევხვდი, მომისმინა და თავისი აზრი გამიზიარა ჩვენი ქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. მათ, ვისთან მისვლაც და შეხვედრაც ვერ მოვახერხე, ვპირდები, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში თითოეული ქუთაისელის და მოქალაქის მერი ვიქნები, თითოეულის ჩართულობით შევუდგები ჩვენი ქალაქის აღმშენებლობას, გაძლიერებას და განახლებას. მადლობა ყველა მხარდამჭერს, რომელიც სიტყვით, საქმით გვერდით დამიდგა და ნდობა გამომიცხადა. 31 ოქტომბერი გამარჯვების დღეა! მოდი არჩევნებზე! გააკეთე სწორი არჩევანი, ქვეყნის, ქალაქის საკეთილდღეოდ!!!", - აღნიშნულია იოსებ ხახალეიშვილის მიმართვაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა