|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იქნება თუ არა საჭირო "კოვიდის პასპორტი" და რა წესების დაცვა მოუწევთ საერთაშორისო მოგზაურებს?

1-ელი ივლისიდან საქართველოს ცა იხსნება საერთაშორისო ფრენებისთვის იხსნება- რა  წესების დაცვა მოუწევთ მგზავრებს საერთაშორისო ფრენებისათვის ამის შესახებ ქუთაისის აეროპორტში ვიუზიტისას  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა  თამარ არჩვაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საერთაშორისო ფრენების გახსნა მოხდება ეტაპობრივად იმ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელიც არის მსოფლიოში.

"აეროპორტები ამ ყველაფრისთვის ემზადება. ხდება აეროპორტების დასტიკერება, დამონტაჟება სკანერების, იმისათვის რომ მგზავრებს შეეხლოთ სოციალური დისტანციის დაცვით მაქსიმალურად კომფორტულად იმ პროცესების გავლა რისი გავლაც უწევთ აეროპორტში. მგზავრებისთვის აუცილებელი იქნება გამოცხადდნენ პირბადით, სიცხის შემთხვევაში,  მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა, ხოლო იმ შემთხვევაში,  თუ არ აღმოაჩნდებათ კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები,  ისინი შეხლებენ ჩვეულებრივად გაემგზავრონ მათთვის სასურველ ქვეყანაში,  რომელიც ასევე გაგვიხსნის ჩვენ საქართველოს საზღვრებს'"-განაცხადა თამარ არჩვაძემ.

მან ასევე ისაუბრა ხელჩანთების ბორტზე ატანის საკითხზე და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე შესაძლებელი იქმება ხრლბარგის ბორტზე ატანა.

“რეკომენდაცია იყო გაცემული იმისათვის,  რომ მაქსიმალურად კომფორტულად და სწრაფად ყოფილიყო განხორციელებული ჩასხდომა, მაგრამ ამ ეტაპისთვის ის ლიმიტები და ის მოთხოვნები, რაც არის ხელბარგზე,  არ არის გაუქმებული, შესაბამისად ამ ეტაპზე შესაძლებელი იქნება ბორტზე ხელბარგით ასვლა, ოღონდ,  რა თქმა უნდა,  მგზავრებს ეცოდინებათ,  რომ მაქსიმალურად კომპაქტური ჩანთა იქონიონ, რათა არ მოხდეს თვითქმფრინავში ჩაჯდომის შეფერხება"-განაცხადა თამარ არჩვაძემ.

კითხვაზე, აუცილებელია თუ არა მგზავრს ქონდეს კოვიდის პასპორტი, პასუხობს: "ამ ეტაპზე მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებული, როგორც მწვანე ქვეყნები. მწვანე ქვეყნების დერეფნის პრინციპი უფუძნება იმას, რომ ამ მწვანე ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხების გარეშე და დამატებითი ცნობების გარეშე. თუკი აღნიშნული იქნება მიღწეული, საქართველოში შემოსვლა და გასვლა იქნება შესაძლებელი აღნიშნული ცნობების გარეშე. თუმცა აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველოდებით,  რომ ეს ასე განხორციელდეს. ის ქვეყნები, რომელიც არის ოფიციალურად მწვანე ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე,  რომელიც მოგვცემს საშუალებას მაქსიმალურად, გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის".

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა