|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი კობახიძე: კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო კონსესუსის საფუძველზე (R)

კონსტიტუციაში ცვლილებების  შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ეხმაურება:

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე  და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ, ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არცერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ  ზოგად საკითხებს. რაც შეეხება მმართველობის ფორმას, მმართველობის ფორმას არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები. ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი  და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა.  

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ფორმატი იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, სათანადო ჩართულობით უზრუნველყოფილი, ასევე უნდა იყოს ეფექტიანი. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ერთი და მეორე მიზანი და ამის ყველანაირი საშუალება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა ყველა დაინტერესებული სუბიექტის. აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება, რა თქმა უნდა, გატანილი პარლამენტის სხდომაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს".

 

იხილეთ ვიდეო

https://www.wetransfer.com/downloads/c1978ba3321276eefbec4bafceec0a3c20161019095812/51e50f

--

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა