|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს დიდი უპირატესობით მოიგებს

„ჩვენ, მთლიანობაში, ვფიქრობთ, რომ ორივე გამოცხადებულ შედეგზე მაღალი იქნება შედეგი, რომელსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ ”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო დღეების ტენდენცია ასეთია.

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ დიდი უპირატესობით მოვიგებთ ამ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ, სადღაც 200 ათასი ხმით მაინც მოვიგოთ ეს არჩევნები. ეს არის რეალისტური და ამისთვის ვმუშაობთ”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, ტენდენცია რომ ძალიან პოზიტიურია, ადასტურებს „ქართული ოცნების“ შიდა კვლევაც.

„ ტენდენცია არის ძალიან პოზიტიური. 200 ათასი ხმა ნიშნავს დაახლოებით 56%-ს და ვფიქრობთ, რომ ეს არის რეალისტური მიზანი”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა