|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“- გამოფენა ქუთაისში

ირანელი ფოტოხელოვანების გამოფენა „ზღვა-მეგობრობის სიმბოლო“ და ირანული ფილმების ჩვენება ქუთაისში 13 მარტს, 17 საათზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მოეწყობა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ირანელი და ქართველი ავტორების 60 ნამუშევარი, რომლებიც ერთიანდება თემატური მოტივით „ზღვა - მეგობრობის სიმბოლო“. ფოტონამუშევრებში თემატური საწყისი - ზღვა, ფიგურირებს როგორც ერთიანობის, მეგობრობის, განწყობის სიმბოლო, როგორც სივრცე, რომელიც პერსპექტივაში შეიძლება გულისხმობდეს ყველაფერს, რაც ადამიანურ და საზოგადო ინტერესებს უკავშირდება.
გამოფენა დამთვალიერებელს წარუდგენს ერთმანეთისგან განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ფოტოხელოვანების თემატურად ერთიან, ორგანულ და ჰარმონიულ ხედვას.

 ღონისძიება ირანული ფოტოგრაფიის და ფილმების კვირეულის ფარგლებში საქართველოს ქალაქებში სხვადასხვა დროს იმართება.

ქუთაისში ღონისძიები ორგანიზატორები არიან ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, ქალაქ რაშთის მერი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისია.

ავტორი: ადმინი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა