|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საუკუნის გადაგდების" შემდეგ ხელისუფლება ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით გაგვისწორდა" - გიგა შუშანია

"საუკუნის გადაგდების" შემდეგ ხელისუფლება ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით გაგვისწორდა - აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია თბილისში პარლამენტარის წინ დღეს განვითარებული მოვლენების შესახებ. 

 "ნაცვლად იმისა, რომ "ქართული ოცნება" იცავდეს თითოეულ მეტრ ქართულ მიწას და პასუხს სცემდეს რუსეთს უკანონო ბორდერიზაციის და ჩვენი მოქალაქეების და ექიმის  დაკავების გამო,  უამრავი პოლიციელი მიუქსია საკუთარ მოქალაქეებს. მან არ იკმარა ის, რომ როგორც ჩვეულებრივმა წვრილმანმა თაღლითმა გადააგდო ქართველი ხალხი, ამ "საუკუნის გადაგდების" შემდეგ ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით გაგვისწორდა ყველას,   რომ მის მხდალ დეპუტატებს ბიუროს სხდომა ჩაეტარებინათ... მაგრამ ეს ბრძოლა კიდევ გაგრძელდება, ივანიშვილს ხვალაც სპეცნაზით მოუწევს პარლამენტში შესვლა, ეს პროტესტი არ შეწდება. სულ მალე ამ კორუპირებულ, ჩამოშლილ სისტემას წასვლა მოუწევს. ქართველი ხალხის წინაშე ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და ვერც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი", -აცხადეებს გიგა შუშანია.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენრის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით, წყლის წავლითა და ცრემსადენი გაზის საშუალებით დაშალა. საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობენ ქუთაისელი პოლიტიკოსები და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა