|
  • EUR 1 = GEL 3.0256
  • USD 1 = GEL 2.5597
|

,,იყავი ჩვენთან“- ჭიათურაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტები იმართება [R]

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი პაატა ნადირაძე ნიგოზეთის თემში შემავალი 9 სოფლის ამომრჩეველს შეხვდა.

კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეკრებილ მოსახლეობას 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები დეტალურად გააცნო. ასევე, ამომრჩეველს მოუწოდა 21 ოქტომბერს საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადონ და არჩევნებზე მივიდნენ.

შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით მერობის კანდიდატის პაატა ნადირაძის მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს: კვარტეტმა ,,ჭიათურა“, პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა, მუსიკალურმა ბენდმა ,,ენდორფინი“, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,ფესვები“, სოლო მომღერალმა მარიამ გაბაძემ და მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრებმა.

ღონისძიების წამყვანი იყო საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების კაპიტანი ნოდარ ჩაჩანიძე.

მსგავსი ტიპის ახალგაზრდული ფესტივალი ,,იყავი ჩვენთან“ რამდენიმე სოფელში ჩატარდება, სადაც შეხვედრების შემდეგ 2 საათიანი შოუ-პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20.16%
გაუარესდა - 65.89%
არ შეცვლილა - 13.95%
სულ - 258 ხმა