|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარების გამო ქუთაისში იმყოფება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ქუთაისში იმერეთის რეგიონის პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა რეგიონში შექმნილი ეპიდემიულოგიური ვითარება, ლაბორატორიებში და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა შეაფასეს.

საუბარი შეეხო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და საპასუხო სტრატეგიებს. მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისგან პირადად მოისმინა რა ხარვეზების და გამოწვევების წინაშე არიან იმერეთის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებები და ლაბორატორიები. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა