|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჯანდაცვის სფერო 3 900 000 ლარით დაფინანსდება

ქუთაისში ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი 3.900 000 ლარი იქნება. ამის შესახებ "ნიუპრესთან" საუბრისას უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი შენგელიამ განაცხადა.
შენგელიას თქმით, ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში აუტისტური სპექტრის ბავშვების მკურნალობას ქალაქის მერიასთან ერთად m2 დააფინანსებს.
“ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი 2018 წლისთვის 3.900 000 ლარი იქნება. 22-ივე მუხლში დაფინანსება გაზრდილია. ამასთანავე მინდა აღვნიშნო, რომ აუტისტური სპექტრის ბავშვების მკურნალობას ქალაქის მერიასთან ერთად მ2 დააფინანსებს", - განაცხადა შენგელიამ. 
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულომ დღეს 2018 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
 
 

ავტორი: ხატია ბანძელაძე