|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საბალეტო ფესტივალის ჟიურიში ანა მარია პრინა იქნება

ჯორჯ ბალანჩინის II საერთაშორისო ფესტივალი 2018 წლის 2-4 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. 
 ფესტივალის დამაარსებელი,  ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი აცხადებს,  რომ  წელს ჟიურის შემადგენლობაში ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა იქნება. 

"წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ჟიურის წევრებს ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინა შეემატება", - აცხადებს ნატალი პატარიძე. 

ანა მარია პრინა 1974 წლიდან იკავებს ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორის თანამდებობას.
იგი გამოჩენილი პედაგოგი და ევროპული ქორეოგრაფიული ხელოვნების თვალსაჩინო წარმომადგენელია. ანა მარია პრინას წვლილი ისტორიულია ევროპული საბალეტო სკოლის განვითარებაში უდიდესია.

 შეგახსენებთ,  ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ფესტივალი გაასული წლის ოქტომბერში გაიმართა.  ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა საქართველოს პრიმა ბალერინამ, ირმა ნიორაძემ მიიღო.  ჟიურის  შემადგენლობაში კი ახალგაზრდა ქართველი ელჩი აშშ-ში ანა ლეჟავა და საქართველოს დამსახურებული არტისტი მაკა მახარაძე იყვნენ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა