|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილის ბიზნესპარტნიორის კომპანია ქუთაისის მერის ტენდერებს იგებს

ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორის კომპანიამ „ლიკო-1"-მა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 294 545 ლარის ტენდერი მოიგო, ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს. 

 

ორგანიცაზიის ცნობით,  ხუთი ტენდერიდან ოთხ შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი არ ჰყოლია. თავად იუზა უგულავა 2019 წლიდან ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიას.

2019-2021 წლებში ,კომპანია ,,ლიკო- 1" მა ქუთაისის მერიის მიერ აუქციონის გარეშე გამოცხადებულ 5 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ზაალ ხიდაშელი, რომელიც ქუთაისის მერის მოადგილის, იუზა უგულავას ბიზნესპარტნიორია. იუზა უგულავა და ზაალ ხიდაშელი ფლობენ 50-50%-იან წილებს შპს “იუკოში”, რომლის დირექტორიც ასევე ხიდაშელია. 

ორგანიზაციის შეფასებით, ტენდერებში შპს “ლიკო-1”-ის გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა