|
  • EUR 1 = GEL 2.9204
  • USD 1 = GEL 2.4844
|

კახაბერ მახათაძე დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდა [R]

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი კახაბერ მახათაძე დაბა შორაპნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და ყურადღება დაბის ტურისტულ პოტენციალზე გაამახვილა.

„შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ დღეს ამ ისტორიულ ციხესიმაგრეზე შევიკრიბეთ. გვჯერა, რომ ის მუდამ შეძლებს ჩვენს დახმარებას -ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, რადგან დღეს ისევ ბევრნი ვართ, ისევ აქ და ისევ ერთად შორაპნის ციხეზე, რომელსაც თავისი მნიშვნელობით მრავალი სიცოცხლე გადაურჩენია“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 საუბრის დასასრულს, კახაბერ მახათაძემ მოსახლეობას შორაპნის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა გოჩელეიშვილი წარუდგინა და მათ 21 ოქტომბერს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 20%
გაუარესდა - 60%
არ შეცვლილა - 20%
სულ - 85 ხმა