|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კერძო სკოლის მოსწავლეს, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, არც საჯარო სკოლაში მიიღებენ

კერძო სკოლის მოსწავლეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოსწავლის სტატუსის შეუჩერდა. ამის შესახებ კანონპროექტის მიღებას მეათე მოწვევის პარლამენტი გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, ვიდრე მოსწავლის მშებელი სწავლის საფასურს ბოლომდე არ გადაიხხდის, ის ბავშვის გადაყვანას ვერც სხვა სკოლაში შეძლებს. ინფორმაციას "ტვ. პირველი" ავრცელებს.

დღეს "ზოგადი განათლების შესახებ“ კანონშიცვლილებების შეტანის შესახებ პარლამენტში იმსჯელებენ. სპეციალისტების აზრით, "ქართული ოცნების" ამ ინიციატივით ირღვევა მოსწავლეების უფლებები. პანდემიის პირობებში მძიმე სოციალური ფონის გამო, შესაძლოა, ბევრმა მათგანმა სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლოს.

უცნობია, განათლების კომიტეტის მიერ მოწონებული კანონპროექტი, ასეთი ფორმით მიღების შემთხვევაში, რამდენად იქნება კონსტიტუციასთნ შესაბამისობაში, რადგან განათლების მიღებია ბავშვების კონსტიტუციური უფლებაა.

ავტორი: ნიუპრესი