|
  • EUR 1 = GEL 2.998
  • USD 1 = GEL 2.5405
|

„კლინიკა-ლჯ“-ის ახალი განყოფილება - მამოლოგია დაემატა (R)

„კლინიკა-ლჯ“-ის  ახალი სამსახური -  მამოლოგია  დაემატა.  პაციენტებს ონკოლოგი, ონკო-ქირურგი, მამოლოგი, ილია როხვაძე გასინჯავს.

ილია როხვაძე 1996 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სამხედრო ჰოსპიტალში.

2009 წლამდე ქუთაისის რეგიონულ ონკოლოგიურ ცენტრში.

2011 წლიდან ცხაკაიას სახელობის ინტერვენციულ ცენტრში.

2015 წლიდან კი,  ქუთაისის ონკოლოგიურ ცენტრში.

ილია როხვაძე „კლინიკა-ლჯ“-ის გუნდთან ერთად ონკოლოგიური სამსახურის აღორძინებას გეგმავს.

„ჩემი მიზნები დიდ ამბიციებთან არის  დაკავშირებული, ვგეგმავ ონკოლოგიური სამსახურის აღორძინებას. „კლინიკა-ლჯ“-ში ვაპირებ  დიდი გუნდის შექმნას. ვიწყებ მამოლოგიით, კანის და რბილი ქსოვილების ქირურგიით და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მივაღწევ მიზანს „კლინიკა-ლჯ“-თან ერთად"- განაცხადა ილია როხვაძემ.

მულტიპროფილური „კლინიკა-ლჯ“ ცდილობს პაციენტებს მკურნალობის სრული სპექტრი შესთავაზოს.  

ავტორი: ნიუპრესი